ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
12 მაისი - ექთნის საერთაშორისო დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ში
12.05.2021
ექთნის საერთაშორისო დღე ტრადიციულად აღნიშნეს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ექთნებმა. "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძე და კომპანიის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი ნათია ნოღაიდელი რეგიონის რამდენიმე კლინიკას ესტუმრნენ. შეხვედრაზე საექთნო გუნდის პროფესიონალიზმსა და იმ მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრეს ,რომელიც ექთნებმა პანდემიასთან ბრძოლაში შეიტანეს და ახლაც თავდაუზოგავად აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. კომპანიის წარმომადგენლებმა ტრადიციულად მადლობის სიგელები და სიმბილური საჩუქრები გადასცეს კოლეგებს. წელს კომპანიამ, განსაკუთრებული მადლიერება გუნდის უხუცესი ექთანის ელდინო შაშიაშვილი -უტიაშვილის მიმართ გამოხატა, რომელიც 60 წელია ამ პროფესიას ემსახურება და "ჯეო ჰოსპიტალსი"-ის დაარსების დღიდან არის კომპანიის გუნდის ღირსეული წევრი.

"ჯეო ჰოსპიტალსი" წლებია რაც ტრადიციულად აღნიშნავს სხვადასხვა აქტოვობებითა და სიმბოლური საჩუქრებით ექთნის საერთაშორისო დღეს.

nurse day1 
2






ჯეო ჰოსპიტალსის საექთნო საქმის სამსახურის უფროსის-ქალბატონი ნონა გოშაძის ორგანიზებით, ჯეო ჰოსპიტალსის ექთნებიც დაესწრნენ ამ ღონისძიებას. შეხვედრაზე მკაფიოდ იყო ხაზგასმული საექთნო რგოლის უდიდესი წვლილის შესახებ პაციენტთა მკურნალობისა და გამოჯანმრთელების პროცესში. შპს "ჯეო ჰოსპიტალს''-მა მიულოცა პროფესიული დღე ექთნებს ქსელის მასშტაბით და გადასცა მათ სიმბოლური საჩუქრები.
Other news
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
19
11.2021
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ექთნების ჩართულობა იზრდება
"ჯეო ჰოსპიტალსის" აქტიური ჩართულობით გრძელდება ტრენინგების სერია, რომელიც ტარდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
24
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის საინფორმაციო სესიების და ტრენინგების ჩატარებას. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და მთავარი ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
SEE MORE See all news