ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ბუჭა არჩვაძე
04.06.2018

სამწუხაროდ 2018 წლის 1 ივნისს  გარდაიცვალა ცნობილი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბუჭა არჩვაძე.

კომპანია ,,ჯეო ჰოსპიტალს’’-ი სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

ბუჭა არჩვაძე დაიბადა 1939 წლის 11 ივლისს ქ ბათუმში. უმაღლესი განათლება მიიღო ქ. კემეროვოს სამედიცინო ინსტიტუტში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს სხვადასხვა რაიონში წამყვანი სპეციალისტის რანგში.

2002 წელს არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ასოცირებულ პროფესორად. იყო 100-ზე მეტი სამეცინიერო ნაშრომის და 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი, ასევე 2 მონოგრაფიის ავტორი. მის მიერ შესრულებულია 20 000-ზე მეტი ქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაცია, მათ შორის 2 000-ზე მეტი კუჭის რეზექცია და გასტრექტომია.

დაჯილდოებულია საპატიო ნიშნისა და ღირსების ორდენებით.

 განსაკუთრებული დამსახურება ბატონ ბუჭას მიუძღვის მარნეულის რაიონის ქირურგიული სამსახურის გაძლიერებაში. მისი ხელმძღვანელობით მარნეულის რაიონულ და შემდგომში შპს „ჯეო ჰოსპიტალს’’-ის საავადმყოფოებში, ჩამოყალიბდა საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი ქირურგიული განყოფილება, სადაც წლების განმავლობაში წარმატებით სრულდებოდა ათასობით ქირურგიული და მათ შორის მრავალი უნიკალური ონკოლოგიური ოპერაცია.

 

Other news
27
11.2020
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მენეჯმენტი დამატებითი ჰოსპიტალური სიმძლავრეების მობილიზებას აგრძელებს
შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, კვლავაც აგრძელებს კლინიკების საწოლფონდის მობილიზაციას COVID–19-ით ინფიცირებული პაციენტების დასახმარებლად.
19
11.2020
გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ონლაინ კლინიკა, რომელიც რეგიონში ერთადერთია ბინაზე პაციენტების მართვას უკვე ვიდეო კონსულტაციებით ანხორციელებს
დღეიდან, კლინიკაში ექიმები ვიდეო კონსულტაციების მეშვეობით შეძლებენ იმ პაციენტების მართვას, რომლებიც მკურნალობას სახლში გადიან. არსებული ეპიდვითარების ფონზე, ონლაინ კლინიკების ჩართულობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც ოპტიმალური მართვის, ასევე დაინფიცირების რისკების შემცირებისა და მედპერსონალის რესურსის შენარჩუნებისთვის.
17
11.2020
"ჯეო ჰოსპიტალსი"-ს კლინიკებში მობილიზებული დამატებითი საწოლფონდის რესურსი შეივსო
,,ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონული სამედიცინო ცენტრები, სადაც კოვიდ ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციისა და მკურნალობის მართვის მიზნით დამატებითი საწოლფონდი გამოიყო, სრული დატვირთვით მუშაობს
10
11.2020
"ჯეო ჰოსპიტალსი"-ს რეგიონულ კლიკებში კოვიდ ინფიცირებულების მისაღებად დამატებითი საწოლფონდია მობილიზებული.
ინფიცირების მაღალი მაჩვენებლებისა და არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა ერთ-ერთი დიდი რეგიონული ქსელია საქართველოში, COVID–19-ის მართვის პროცესში სამტრედიისა და საგარეჯოს მრავალპროფილურ ცენტრებში 125 დამატებითი საწოლის მობილიზებას ახდენს.
27
11.2020
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მენეჯმენტი დამატებითი ჰოსპიტალური სიმძლავრეების მობილიზებას აგრძელებს
შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, კვლავაც აგრძელებს კლინიკების საწოლფონდის მობილიზაციას COVID–19-ით ინფიცირებული პაციენტების დასახმარებლად.
SEE MORE See all news