ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ონლაინ კლინიკა და ჯანმრთელობის ფედერაცია სოციალურად დაუცველ კოვიდპაციენტებს მედიკამენტებს გადასცემენ
22.12.2020
გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ონლაინკლინიკის მეშვეობით ბინაზე მართვადი კოვიდპაციენტები , რომელთაც სოციალურად დაუცველი სტატუსი აქვთ , ოჯახის ექიმის რეკომენდაციით გამოწერილ რიგ წამლებს უფასოდ მიიღებენ. მედიკამენტები სამედიცინო ცენტრს არასამთავრო ორგანიზაცია "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია“-მ გადასცა. ,, ფედერაციის დამფუძნებელთა და ამერიკაში მოღვაწე ქართველი ნევროლოგის დავით მრელაშვილის ინიციატივით, გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ონლაინ კლინიკის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის უშუალო მონაწილეობით საჭირო მედიკამენტები გადაეცემა სოციალურად დაუცველ კოვიდინფიცირებულ პაციენტს, რომელიც ბინაზე გადის მკურნალობას“-განაცხადა "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" წარმომადგენელმა მეგი საჯაიამ.

ონლაინკლინიკის ხელმძღვანელის დეა ცაბუტაშვილის განმარტებით , ოჯახის ექიმები , რომელთაც დღეში 250 ზე მეტი პაციენტის დისტანციური მართვა უწევთ , მნიშვნელოვანია დაავადების საწყის ეტაპზე , შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად დროულად მიეწოდოთ საჭირო მედიკამენტები , განსაკუთრებით რისკჯგუფში შემავალ პაციენტებს . ამიტომ მსგავსი აქტივობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს პაციენტების მდგომარეობას. დეა ცაბუტაშვილმა ადგილზე ონლაინ კლინიკის მუშაობის სპეციფიკა გააცნო "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის"თავმჯდომარეს, მედიცინის დოქტორს, ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილს.

აქციაში ჩაერთო ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც, რომელიც წამლების სახლში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს .,,ოჯახის ექიმების გამოცდილებით, პაციენტებისათვის მედიკამენტების ბინაზე მიწოდება უმნიშვნელოვანესი რგოლია, კორონავირუსთან ბრძოლაში, ვინაიდან ხშირად პაციენტები ვერ ახერხებენ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენას , ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მზადაა კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციტივას აქტიურად დაუჭიროს მხარი.ჩვენი ჩართულობით , ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს , რომელიც ფედერაციის მიერ გადმოცემულ სასაჩუქრე ნაკრებში იქნება, ადგილზე მივაწვდით.“-აღნიშნეს მერიაში. ადგილზე ონლაინ კლინიკის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის"თავმჯდომარე, მედიცინის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.

ამ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციის წამოწყებულ ინიციატივას პეესპე და კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი გამოეხმაურა, რომელთაც რიგი მედიკამენტები ფედერაციას საჩუქრად გადასცეს.
Other news
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
19
11.2021
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ექთნების ჩართულობა იზრდება
"ჯეო ჰოსპიტალსის" აქტიური ჩართულობით გრძელდება ტრენინგების სერია, რომელიც ტარდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
24
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის საინფორმაციო სესიების და ტრენინგების ჩატარებას. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და მთავარი ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
SEE MORE See all news