ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
იმერეთის რეგიონში "ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სამედიცინო კლინიკებში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კვლევები უტარდება.
20.04.2021
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული, ეროვნული სკრინინგ ცენტრის გასვლით აქციაში, რომლის ფარგლებშიც ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი ხორციელდება. "გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, უსაფრთხოებისა და რეგულაციების სრული დაცვის უზრუნველყოფით, ჩვენი ქსელი რეგიონის მასშტაბით, კიდევ ერთი მიმართულებით, სასიცოცხლოდ მნიშვენელოვან კვლევებს ატარებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქცია უფასოა, სამედიცინო მომსახურების ხარისხი კი უმაღლესი, რასაც ხელს უწყობს ეროვნული სკრინინგ ცენტრის მობილური ჯგუფები და ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმები. ასეთი აქტივობა კი, რეგიონში სამედიცინო სევისებზე ხელმისაწვდომობას ზრდის." - განაცხადა სამტრედიის "ჯეო ჰოსპიტალსის" მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი ლაღიძემ. მისივე თქმით, უფასო სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურებას ითვალისწინებს.

"ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკები აქტიურად თანამშრომლობს ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან და ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს რეგიონების სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში უფასო სკრინინგის კვლევებში ჩაერთონ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღნიშნული სამედიცინო სერვისით ათასობით ადგილობრივმა მოსახლემ ისარგებლა.

იმერეთში, ქსელის მასშტაბით, უფასო სკრინინგი განხორციელდა ზესტაფონის ამბულატორიულ და სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში. ერთობლივი აქციის ფარგლებში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მობილური ჯგუფები ვანის სამედიცინო ცენტრსაც ეწვევა.
Other news
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
19
11.2021
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ექთნების ჩართულობა იზრდება
"ჯეო ჰოსპიტალსის" აქტიური ჩართულობით გრძელდება ტრენინგების სერია, რომელიც ტარდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
24
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის საინფორმაციო სესიების და ტრენინგების ჩატარებას. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და მთავარი ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
SEE MORE See all news