ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
„ჯეო ჰოსპიტალს“-ი მასშტაბური ვაქცინაციის ფარგლებში მოსახლეობას იმუნიზაციის კაბინეტების რაოდენობის ზრდის გარდა ჯავშნის გამარტივებულ სერვისსაც სთავაზობს
12.07.2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში „ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით 11 სამედიცინო დაწესებულებით არის ჩართული, რომლებშიც 15 იმუნიზაციის კაბინეტია მობილიზებული; მათში იმუნიზაციის მომსახურებას აწარმოებს 23 სამედიცინო გუნდი.  „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო დაწესებულებებში ყველა პირობაა იმუნიზაციის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისათვის: ვაქცინაციის კაბინეტები მოწყობილია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით, თითოეული პაციენტის წინასწარ შემოწმებას და ზედამხედველობას ახორციელებენ კვალიფიციური ექიმები.

ქსელის მასშტაბით აცრები წარმოებს სინოფარმის, სინოვაქსისა და ასტრაზენეკას ვაქცინებით. რეგისტრაციის გაადვილების მიზნით, ადგილზე, სამედიცინო ცენტრებში, ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელთან დაკავშირების შედეგად, შესაძლებელია, დაჯავშნოთ ვაქცინაციაზე ვიზიტი.

,,ჯეოჰოსპიტალს“-ის რეგიონული ქსელი, რომელიც მაქსიმალურად არის ჩართული კოვიდ პანდემიის მართვასა და ვაქცინაციაში, ახალ ეტაპზე გადადის, ამის შესახებ ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ განცხადება და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმალური მობილიზაციის შედეგად მოსახლეობის ხელმისაწვდომობა აცრებზე გავზარდეთ, ასევე ვიზრუნეთ რეგისტრაციის გამარტივებაზეც“- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გენერალურმა დირექტორმა  ზურაბ ქიტოშვილმა.

ვაქცინაციის ჯავშანი ხელმისაწვდომია როგორც სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე https://booking.moh.gov.ge/, ასევე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის ასისტანსის სამსახურისა http://gh.ge/ka/contact/#online-help და რეგიონების სამედიცინო ცენტრებში  მოქმედი ცხელი ხაზის მეშვეობით. (2505222)

ქსელის მასშტაბით  ამბულატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილი იმუნიზაციის კაბინეტები კვირაში 7 დღის დატვირთვით მუშაობს.

Other news
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
19
11.2021
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ექთნების ჩართულობა იზრდება
"ჯეო ჰოსპიტალსის" აქტიური ჩართულობით გრძელდება ტრენინგების სერია, რომელიც ტარდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
24
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის საინფორმაციო სესიების და ტრენინგების ჩატარებას. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და მთავარი ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
SEE MORE See all news