ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში პედაგოგები აიცრნენ
08.09.2021

მცხეთა მთიანეთის რეგიონში მოქმედი  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომელთა ნაწილი „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. მოქმედმა პედაგოგებმა გადაწყვეტილება საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღეს, რომელიც  კულტურის სახლში გაიმართა. ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო რეგიონის  სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.

„მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის მეტ აქტიურობას  უზრუნველყოფს, ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო გუნდი უკვე რამდენიმე თვეა რაც ჩართულია იმუნიზაციის მასშტაბურ კამპანიაში და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადა ადგილზე, რამდენიმე წარმოების ვაქცინა“ -განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან გოცაძემ, მისივე თქმით სამედიცინო დაწესებულებაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია როგორც   PCR ტესტები, ასევე კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაცია, რომლის მართვაც წარმატებით ხორციელდება.

,,ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალური ჩართულობა, რადგანაც ამ ადამიანებს ბავშვებთან, ჩვენს მომავალ თაობასთან უშუალო კავშირი აქვთ,“ - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ , რომელმაც პანდემიის პერიოდში რეგიონში ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მედპერსონალს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით , ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის პერიოდში ყველაზე საჭირო და გადაუდებელ სამედიცინო  სერვისებზე  ხემისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის  ჩართულობის შედეგად  გახდა შესაძლებელი.

https://www.interpressnews.ge/ka/article/673028-dushetshi-skolamdeli-agzrdis-dacesebulebebis-tanamshromlebtan-vakcinaciis-shesaxeb-sainpormacio-shexvedra-gaimarta

Other news
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
19
11.2021
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ექთნების ჩართულობა იზრდება
"ჯეო ჰოსპიტალსის" აქტიური ჩართულობით გრძელდება ტრენინგების სერია, რომელიც ტარდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
24
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის საინფორმაციო სესიების და ტრენინგების ჩატარებას. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და მთავარი ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
SEE MORE See all news