ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
24.09.2021

,,ჯეო ჰოსპიტალსი“  კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში  დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო   კამპანიაში ჩაერთო , რომელიც  მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის  საინფორმაციო სესიების და ტრენინგების  ჩატარებას. კამპანია   გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“  ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები   ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით   მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად,  ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში  მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და  მთავარი  ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .

"მასწავლებლებისთვის ჩატარებული ვაქცინაციის კამპანიის შემდეგ გაეროს ბავშვთა ფონდი ახლა იწყებს მსგავს ინიციატივას სამედიცინო პერსონალისთვისაც, რათა მათ შეძლონ ვაქცინებისგან, მსოფლიოს ჯანდაცვისა და განვითარების ამ უდიდესი მიღწევისგან, მაქსიმალური სარგებლის მიღება." - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა  საქართველოში , რომელმაც ექსპერტებსა და ჩართულ მედიკოსებს მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილეობისთვის  და მხარდაჭერისთვის.

კამპანიის ფარგლებში 2 დღის განმავლობაშ12 შერჩეულ მასტერ-ტრენერ ექთანს  ტრენინგი ჩაუტარეს წამყვანმა სამედიცინო ექსპერტებმა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი ივანე ჩხაიძე; ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი; კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.

ტრენინგის საკითხები შეეხო   ვაქცინაციის ისტორიას, მისი შემუშავების, წარმოებისა და ავტორიზაციის პროცესებს; ვაქცინაციის, მათ შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, ძირითად უკუჩვენებებს; სტატისტიკურ ინფორმაციას კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის, მსოფლიოსა და საქართველოში ინფიცირების შემთხვევებისა და მისი გავრცელების შესახებ. სესიები აგრეთვე ფარავენ ეროვნულ პროტოკოლებს როგორც ბავშვებში კოვიდ 19-ის შემთხვევების და ბავშვთა ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფების შესახებ, ისე სასუნთქი სისტემის დაავადებების, ალერგიული დაავადებების, ონკოლოგიური და ავტოიმუნური პათოლოგიების და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ.მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მასტერ-ტრენერები ჩაატარებენ ტრენინგ სესიებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ ლოკაციებზე  კი უზრუნველყოფენ შეხვედრის მონაწილეების ჯგუფურ ვაქცინაციას, სამედიცინო ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ.

Other news
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
09
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბორჯომის იმუნიზაციის კაბინეტებში სინოფარმის ვაქცინით აცრები განახლდა
ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში სინოფარმის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი განახლებულია. ამ ეტაპზე აცრის კაბინეტებში მსურველებს ფაიზერის, სინოვაკის და სინოფარმის ვაქცინებით აცრა შეუძლიათ. ,,ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს , რიგების დარეგულირებაში წითელი ჯვრის აქტივისტები გვეხმარებიან. ცენტრში ამ დროისთვის სამი სახის ვაქცინით ვაწარმოებთ იმუნიზაციას“- აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალსის „ ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ, მისივე თქმით აქტიურობის მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალია კოვიდინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და დიდია PCR ტესტებზეც მოთხოვნა. დიასამიძის თქმით ეს სტატისტიკა იმის მანიშნებელია, რომ მოქალაქეები კიდევ უფრო უნდა გააქტიურდნენ და დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მოსახლეობისთვის რეგისტრაციის პროცესის გამარტივების მიზნით ადგილზე მობილიზებულია დამატებითი სერვისები , სადაც ვირტუალური კაბინეტების ფარგლებში მსურველებს აცრის გაკეთების საშუალება აქვთ. მოსახლეობის მეტი ჩართულობის მიზნით , კომპანია ორჯერად აცრილ მოქალაქეებს ლაბორატორიულ , ინსტრუმენტულ და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე 30% ფასდაკლებას სთავაზობს.
08
09.2021
სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით „ჯანდაცვის ასოციაცია“ შეიქმნა
საერთო იდეის გარშემო შეკრებილი სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით დღეს „ჯანდაცვის ასოციაცია“ შეიქმნა, რომელიც ღიაა ნებისმიერი სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულების გასაერთიანებლად.
08
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში პედაგოგები აიცრნენ
მცხეთა მთიანეთის რეგიონში მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომელთა ნაწილი „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. მოქმედმა პედაგოგებმა გადაწყვეტილება საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღეს, რომელიც კულტურის სახლში გაიმართა. ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
SEE MORE See all news