ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი კოვიდინფიცირებულების მიღებას იწყებს
11.12.2020
რეგიონული კლინიკების ქსელის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი ბორჯომში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ერთვება. ამავდროულად, ჰოსპიტალში შენარჩუნდება მოსახლეობისთვის საჭირო ყველა საბაზისო სამედიცინო სერვისი.
ბორჯომის სამედიცინო ცენტრი, სხვა რეგიონული კლინიკების მსგავსად, აღჭურვილია COVID–19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვისთვის საჭირო ყველა დიაგნოსტიკური საშუალებით, მათ შორის, კომპიუტერული ტომოგრაფიით და მრავალპროფილური ლაბორატორიით.

ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის ირაკლი დიასამიძის განცხადებით, ბორჯომის კლინიკის ჩართვა COVID-19-ის მართვაში რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნულ ლოკაციაზე ის ერთადერთი მასშტაბური ჰოსპიტალია, რომელიც მრავალფეროვანი სერვისებით არის წარმოდგენილი.

„ჩვენ ჩვენი რესურსით ვერთვებით კოვიდის მართვის პროცესში და რაც მთავარია, ვინარჩუნებთ საბაზისო სამედიცინო სერვისებს. ჩვენს სამედიცინო ცენტრში მოეწყო სივრცეები COVID–19-ის შესაძლო და დადასტურებული შემთხვევების იზოლირებული მიღება-განთავსებისათვის, განახლდა სავენტილაციო სისტემა, საპალატე, კრიტიკული და რეანიმაციული ერთეულები. გარდა ამისა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კლინიკების სამედიცინო პერსონალის გადამზადება, რომლებიც ჰოსპიტალიზირებული კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩაერთვებიან“, - აღნიშნა მან.

„ჯეო ჰოსპიტალსი“ არსებული შესაძლებლობების სრული მობილიზაციით არის ჩართული COVID–19-ზე რეაგირების პროცესში და რეგიონების მასშტაბით დამატებითი საწოლფონდის მობილიზების მეოთხე ეტაპს ახორციელებს.

ამჟამად, COVID-19-ის მართვა დამატებით მობილიზებული საწოლფონდის მეშვეობით სამტრედიის, საგარეჯოს, ჭიათურის, ვანის, მარნეულის და ახლა უკვე ბორჯომის კლინიკებშია შესაძლებელი.
Other news
01
04.2021
მარნეულში "ჯეო ჰოსპიტალს"-მა თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა
მარნეულის "ჯეო -ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, თანამედროვე სარეაბილიტაციო სივრცე გაიხსნა, რომელიც ორთოპედიული პრობლემების მქონე პაციენტებს მოემსახურება.
26
03.2021
ზესტაფონში უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგები გაიმართა
პროფესიული უნარჩვევების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2021 წლის 24-25 მარტს ქ. ზესტაფონში "ჯეო ჰოსპიტალს"-ის ზესტაფონის და ჭიათურის სამედიცინო დაწესებულებების ექიმებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგები გაიმართა.
19
03.2021
"ჯეოჰოსპიტალსი"-ს საოპერაციო დირექტორი: - "დიდი იმედი გვაქვს, რომ შემუშავებული ტარიფი შესაძლებლობას მოგვცემს შევძლოთ პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება"
კლინიკები კვლავ მოლოდინის რეჟიმში რჩებიან და ჯანდაცვის სამინისტროსგან სატარიფო პოლიტიკის ამსახველ ახალ დოკუმენტს ელიან. ამავდროულად მიესალმებიან საკითხზე მუშაობის დაწყების პროცეს და მასში ჩართულობის შესაძლებლობას.
17
03.2021
ვაქცინაციის პროცესში "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს სამედიცინო პერსონალი ჩაერთო
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს რეგიონალური ჰოსპიტალური ქსელი.
01
04.2021
მარნეულში "ჯეო ჰოსპიტალს"-მა თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა
მარნეულის "ჯეო -ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, თანამედროვე სარეაბილიტაციო სივრცე გაიხსნა, რომელიც ორთოპედიული პრობლემების მქონე პაციენტებს მოემსახურება.
SEE MORE See all news