„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მენეჯმენტი დამატებითი ჰოსპიტალური სიმძლავრეების მობილიზებას აგრძელებს
27.11.2020
შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, კვლავაც აგრძელებს კლინიკების საწოლფონდის მობილიზაციას COVID–19-ით ინფიცირებული პაციენტების დასახმარებლად.
საგარეჯოსა და სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრების შემდეგ, 2020 წლის 26 ნოემბრიდან, COVID–19-ით დაავადებულთა მართვის პროცესში ჩაერთო ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სადაც 36 საწოლია მობილიზებლი, მ.შ., 6 - რეანიმაციული. აღსანიშნავია, რომ ჭიათურის მრავალპროფილურ ცენტრის რეკონსტრუქცია ინფექციების (მ.შ., COVID–19-ის) კონტროლის სისტემის მიმართ განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით სულ ახლახან დასრულდა, გადამზადდა პერსონალიც.
ამ ეტაპზე „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელში სულ 161 საწოლია გამოყოფილი COVID–19-ით დაავადებულთა მკურნალობისათვის. შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ქსელის ხელმძღვანელობა მუშაობს COVID–19-ით ინფიცირებულთათვის დამატებითი ჰოსპიტალური სიმძლავრეების შექმნის მიმართულებით.
Other news
ქვემო ქართლში ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ორ სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციაა შესაძლებელი
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გარდაბანში კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში ჩაერთო. ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში კომპანიამ ორი კლინიკის ბაზაზე შეძლო დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. პროცესი ეტაპობრივად ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო და ეპიდსიტუაციის დამძიმების პარალელურად, COVID–19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის საწოლფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სამედიცინო ცენტრებზე გადანაწილდა.