ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
14.01.2022
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მენეჯმენტმა მარნეულის მრავალპროფილურ და
ამბულატორიულ ცენტრებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

,,ჯეო ჰოსპიტალსის“მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის
დირექტორის პოზიციას 13 იანვრიდან ნინო კობერიძე დაიკავებს. ახალი
დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო
ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ წარუდგინა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში მომსახურების
ხარისხის და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას
უკავშირდება.
.,,ჯეო ჰოსპიტალსის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით მარნეულის სამშობიარო და
ამბულატორიული ცენტრის დირექტორად კი თორნიკე მირცხულავა
დაინიშნა. რომელიც, კომპანიაში საოპერაციო სამსახურის უფროსის
პოზიციასაც შეინარჩუნებს.,,პასუხისმგებლობა, ნდობის გამართლება და
რეგიონში მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების ხელისაწვდომობა
კომპანიის მთავარი პრიორიტეტია, პანდემიის მიუხედავად ქსელი მუდმივი
განვითარებისა და განახლების პროცესშია“-აღნიშნა კახა გზობავამ, რომელმაც
კოლეგებს და გუნდს წარმატებები უსურვა.
თორნიკე მირცხულავა და ნინო კობერიძე , ჯეოს გუნდის წევრები 2012 წლიდან
არიან , რომლებიც წლების განმავლობაში სხვადსახვა მენეჯერულ პოზიციებს
იკავებდნენ.მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრს ნინო
კობერიძე 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი მუშაობის პერიოდს
უკავშირდება ახალი სერვისების ამოქმედება და განვითარება, ასევე
რეგიონში ერთადერთი თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაც.
ნინო კობერიძე ახალ პოზიციასთან ერთად , კვლავ შეინარჩუნებს
ქსელის მასშტაბით კლიენტთა მომსახურებისა და ასისტანსის სამსახურის
ხელმძღვანელის თანამდებობას.
Other news
13
05.2022
ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.
06
05.2022
USAID და ,,ჯეო ჰოსპიტალსი” ქვეყნის მასშტაბით საექთნო განათლების მაღალ ხარისხზე იზრუნებს
მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საექთნო პერსონალზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში. სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ასევე, შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობა 4:1 არის. ქვეყანაში საექთნო დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზებული სისტემის არარსებობიდან გამომდინარე, პრობლემურია საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების შენარჩუნება/გაუმჯობესებაც.
02
05.2022
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში საექთნო პერსონალის უწყვეტი საექთნო განათლების სისტემა ჩამოყალიბდება
2 მაისს „ჯეო ჰოსპიტალს“-სა და USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი, როგორც საგრანტო კონკურსის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - გამარჯვებული, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის ფარგლებში უზრუნველყოფს საექთნო პერსონალის სასწავლო საჭიროებებზე ორიენტირებული უწყვეტი საექთნო განათლების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ქსელის რეგიონული პოზიციონირებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს რეგიონებში საექთნო ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და, შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას.