ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალს"-ში თვალის ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა
16.04.2021
16 აპრილს "ჯეო ჰოსპიტალს"ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, უახლესი თაობის აპარატურისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თვალის ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა. ადგილზე პაციენტებს ახალი სამედიცინო სერვისის მიღება დღეიდან სისტემატიურად შეეძლებათ.

"ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის" გამოცდილი სპეციალისტები უკვე რამდენიმე თვეა პაციენტებს ყოველდღიურად უწევენ ამბულატორიულ მომსახურებას - უტარებენ მხედველობის სიმახვილის და ყველა საჭირო ოფთალმოლოგიურ კვლევას, ასევე გასცემენ რეკომენდაციას მკურნალობის შესახებ. პირველი ოპერაციადღეს "ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის" წამყვანმა ოფთალმოქირურგმა, გრიგოლ ქამუშაძემ ჩაატარა.

"ჯეო ჰოსპიტალს"ის" მარნეულის ოფთალმოქირურგიული სერვისის განვითარება კიდევ უფრო ზრდის რეგიონში ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების შესაძლებლობას" - განაცხადა "ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის დირექტორმა ნინო კობერიძემ.მისივე თქმით "ჯეო ჰოსპიტალს"ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, ოფთალმო-ქირურგიული სერვისი 15 ივნისიდან მოქმედებს.

"ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის" გამოცდილი სპეციალისტები "ჯეო ჰოსპიტალს"-თან თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოეს მომავალში კვლავ ეწვევიან "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკებს კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის რეგიონში და ჩაერთვებიან პაციენტების მკურნალობის პროცესში. თანამშრომლობის ფარგლებში, "ჯეო ჰოსპიტალსის" გურჯაანისა და ჭიათურის ფილიალებში უკვე ჩატარდა არაერთი ოფთალმოლოგიური ოპერაცია.

"ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს" თვალის დაავადებათა მკურნალობის საუკუნოვანი გამოცდილება გააჩნია და ქვეყნის მასშტაბით ლიდერია გლაუკომის, კატარაქტის, ბადურის ქირურგიის, სიელმეების, თვალის ონკო-ქირურგიის და სხვა ოფთალმოლოგიური ჩარევების მიმართულებით. "ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი" 2011 წლიდან "ნიუ ჰოსპიტალსში" ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.
Other news
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
19
11.2021
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ექთნების ჩართულობა იზრდება
"ჯეო ჰოსპიტალსის" აქტიური ჩართულობით გრძელდება ტრენინგების სერია, რომელიც ტარდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
24
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის საინფორმაციო სესიების და ტრენინგების ჩატარებას. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და მთავარი ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
SEE MORE See all news