ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მარნეულში "ჯეო ჰოსპიტალს"-მა თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა
01.04.2021
მარნეულის "ჯეო -ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, თანამედროვე სარეაბილიტაციო სივრცე გაიხსნა, რომელიც ორთოპედიული პრობლემების მქონე პაციენტებს მოემსახურება.

ახალი სამედიცინო სერვისი, "ჯეო ჰოსპიტალს"-სა და "საქართველოს ტერფის და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტს" შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ამოქმედდა, რაც ადგილზე წამყვანი სპეციალისტების კონსულტაციებს და სხვადასხვა ტიპის მომსახურებას ითვალისწინებს, მათ შორის ქირურგიული ჩარევის დაგეგმვას და შემდგომ სრულ სარეაბილიტაციო კურსს. "დღეიდან მარნეულის მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდა, ჩვენს რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო მომსახურების ადგილზე მიღება ცნობილი ქირურგ-ორთოპედების ჩართულობით. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ორთოპედიული მიმართულების დარბაზი ბევრ შესაძლებლობეს აჩენს, მოსახლეობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც .ხშირ შემთხვევაში ტრავმული, იშემიური თუ პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ხანგრძლივობა რამდენიმე თვემდე პერიოდს მოიცავს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეიდან მსურველებს ადგილზე ექნებათ საშუალება მიიღონ სხვადასხვა კომპლექსური სამედიცინო მომსახურება" - აღნიშნა მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნინო კობერიძემ.

დღეიდან მარნეულის მოსახლეობისთვის "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, ადგილზე გახდება შესაძლებებელი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომსახურების მიღება, როგორიცაა სამკურნალო მასაჟი/კინეზოთერაპია და ფიზიოთერაპია. თბილისიდან მოწვეული რეაბილიტოლოგი მამუკა წერდიანი კი ინდივიდუალურ ვარჯიშებს ჩააუტარებს პაციენტებს.

ცენტრის გახსნის დღეს კი პატარა პაციენტებს კონსულტაციები გაუწიეს, დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა. ადგილზე მოწვეული იყო ქირურგ-ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ჯემალ ჭუმბურიძე, რომელიც მსოფლიო ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის ასოციაციის (SICOT) წევრი, ინსტიტუტის დირექტორი და ასტიასოციაციის პრეზიდენტია.მთელი დღის განმავლობაში პაციენტებს საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურება და კონსულტაციები მიეღოთ ინსტიტუტის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდისგან. მარნეულში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა მიიღეს გიორგი ჭუმბურიძემ, მიხეილ ჯანჯღავამ, თამრიკო ხალვაშმა და რეაბილიტოლოგმა მამუკა წერდიანმა.
Other news
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
19
11.2021
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ექთნების ჩართულობა იზრდება
"ჯეო ჰოსპიტალსის" აქტიური ჩართულობით გრძელდება ტრენინგების სერია, რომელიც ტარდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
24
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის საინფორმაციო სესიების და ტრენინგების ჩატარებას. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და მთავარი ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
SEE MORE See all news