ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ნინა კობახიძე : ,,შეიმჩნევა მცირე სტაბილიზაცია, მაგრამ ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა ჯერ კიდევ დიდია“
16.12.2020
,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ პრემიერთან გამართულ მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა , რომლის ფარგლებშიც მთავრობის მეთაური Covid-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებისგან ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობასა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ იღებს ინფორმაციებს.

შეხვედრაზე ნინა კობახიძემ ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკებში მობილიზებული დამატებითი საწოლფონდისა და კოვიდინფიცირებულების მართვის მიმდინარეობის შესახებ ვრცლად ისაუბრა.ამავდროულად ყურადღება გაამახვილა არსებული შეზღუდვების ეფექტურობაზე ,რამაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებითი სტაბილიზაციის ნიშნები გააჩინა . მისივე თქმით აუცილებელია, ამ ეფექტის შენარჩუნება , რომ შემსუბუქდეს ჰოსპიტალურ სექტორზე არსებული დატვირთვა.

,,ჩვენ ყოველ კვირეულად თათბირებზე ვმსჯელობთ - რამდენი პაციენტი გვყავს მართვის სუნთქვაზე, როგორ შეგვიძლია რეგიონის მიხედვით კლინიკებისა და კოვიდ სასტუმროების გადანაწილება მოვახდინოთ სწორად. „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელმა, მორიგ ეტაპზე დაამატა ბორჯომისა და მარნეულის კლინიკა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ რეგიონში სრულყოფილად მოვახდინოთ კოვიდპაციენტების მართვა და ასევე, ამბულატორიის ქსელის მეშვეობით უკვე ბინაზე დარჩენილი პაციენტების სწორი მართვა განვახორციელოთ. ამ ეტაპისთვის კლინიკები მობილიზებული ვართ, რაოდენობის შესახებ ინფორმაციებს ვცვლით. იმედს ვიტოვებთ, რომ სტაბილიზაციის პროცესი იქნება შენარჩუნებული და რაოდენობის ზრდა არ იქნება მიბმული შეზღუდვების მოხსნასთან“-განაცხადა ნინა კობახიძემ , რომლის თქმითაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემსუბუქება და ვირუსის გავრცელების პრევენცია ასევე, დამოკიდებულია მოსახლეობის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე და რეგულაციების დაცვაზე .

შეგახსენებთ , რომ ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ეპიდსიტუაციის კრიტიკულად დამძიმების ფონზე , რეგიონებში არსებულ კლინიკებში კოვიდპაციენტების ჰოსპიტალიზაციისთვის დამატებითი საწოლფონდის მობილიზაცია მოხდა , საბაზისო სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების მიზნით კი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები ჰიბრიდული კლინიკების სტატუსით ფუნქციონირებს.
Other news
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
19
11.2021
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ექთნების ჩართულობა იზრდება
"ჯეო ჰოსპიტალსის" აქტიური ჩართულობით გრძელდება ტრენინგების სერია, რომელიც ტარდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
24
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის საინფორმაციო სესიების და ტრენინგების ჩატარებას. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და მთავარი ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
SEE MORE See all news