ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
"ჯეო ჰოსპიტალსი" ინფიცირებული პაციენტების მიღებას უახლოეს დღეებში დაიწყებს
16.11.2020
"ჯეო ჰოსპიტალსის" მენეჯმენტის წარმომადგენლებმა, პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე, კომპანიის მხრიდან საკუთარი რესურსების მობილიზების თაობაზე და სახელმწიფოსთვის მაქსიმალური დახმარების შესაძლებლობები განიხილეს. ,,ჯეო ჰოსპიტალსი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, რეგიონის მასშტაბით ახორციელებს დამატებით საწოლფონდის მობილიზებას რაც , ხელს შეუწყობს კოვიდინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ,საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კორონავირუსის მართვის პროცესში კერძო კლინიკების აქტიურად ჩართულობა და დამატებითი რესურსების მობილიზება,
მათ შორის როგორც თერაპიის, ისევე რეანიმაციის მიმართულებით, უფრო ეფექტურს გახდის პროცესს.

"მზად ვართ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ მოსახლეობას და სახელმწიფოს, დავხვდეთ გამოწვევებს და შევძლოთ კიდევ დამატებითი საწოლფონდის მობილიზება, მნიშვნელოვანია ასევე, მოსახლეობას წვდომა ქონდეს რეგიონში პირველადი ჯანდაცვისა და სხვა საჭირო სამედიცინო სერისებზე“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა ზურა ქიტოშვილმა, მისივე თქმით კომპანია ასევე უზრუნველყოფს არსებული საბაზისო სერვისების შენარჩუნებას და უსაფრთხო გარემოში ბენეფიციარების მომსახურებას.

,,ჯეო ჰოსპიტალსი“ რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა ერთ-ერთი დიდი რეგიონული ქსელია საქართველოში, COVID–19-ის მართვის პროცესში , პირველ ეტაპზე სამტრედიის და საგარეჯოს მრავალპროფილურ ცენტრებს ჩართავს, რომლებიც აღჭურვილი იქნება კრიტიკული/რეანიმაციული საწოლებით და უზრუნველყოფილი ავტონომიური, მაღალი ხარისხის, თანამედროვე ჟანგბადის ქარხნებით.
Other news
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
19
11.2021
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ექთნების ჩართულობა იზრდება
"ჯეო ჰოსპიტალსის" აქტიური ჩართულობით გრძელდება ტრენინგების სერია, რომელიც ტარდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
24
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის საინფორმაციო სესიების და ტრენინგების ჩატარებას. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და მთავარი ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
SEE MORE See all news