ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
"ჯეო ჰოსპიტალსი"-ს სამედიცინო ცენტრებში "ასტრაზენეკას" ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 17 მარტიდან იწყება
15.03.2021
"ჯეო ჰოსპიტალსი"-ს რეგიონალური ჰოსპიტალური ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო . დღეს დილიდან სამედიცინო ცენტრებმა მიზნობრივი ჯგუფების იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინები მიიღეს და შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით დაასაწყობეს.

17 მარტიდან "ჯეო ჰოსპიტალს"-ის კლინიკებში ოფიციალურ სარეგისტრაციო ველში დარეგისტრირებული მედპერსონალის საყოველთაო აცრები დაიწყება. "ქსელის მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია იმუნიზაციის კაბინეტები, ვაქცინები განთავსებულია მოთხოვნების სრული დაცვით და ოთხშაბათიდან უსაფრთხო და ხარისხიან იმუნიზაციის პროცესს ვიწყებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ,რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია" - განაცხადა "ჯეო ჰოსპიტალს"-ის კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, "ასტრაზენეკას" პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა და აცრის მსურველი სამედიცინო პერსონალის რეგისტრაციის პროცესიც დაიწყო.

"იმ მილიონობით ადამიანთა რიცხვში ვარ ვინც ენდობა ვაქცინას და ვუერთდები იმუნიზაციის პროცეს. ვაქცინა ამცირებს როგორც დაავადების რისკებს ასევე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმუნიზაციის შედეგად დაავადების გართულების რისკები ფაქტიურად ნულდება. "ასტრაზენეკას" ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით ხორციელდება იმუნიზაციის პროცესი, მოვუწოდებ ყველას რომ ენდონ პირველწყაროს, გაიარონ შესაბამისი კონსულტაციები ექიმთან და დროულად ჩაებან ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან პროცესში" - განაცხადა "ჯეო ჰოსპიტალს"-ის მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ბაკა თავხელიძემ.

საქართველოს მასშტაბით "ასტრაზენეკას" ვაქცინით პირველადი იმუნიზაციის პროცესში ჩართვა, "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სხვადასხვა სამედიცინო ქსელის მასშტაბით, ნებისმიერი კომპანიის სამედიცინო პერსონალს შეუძლია. აცრები განხორციელდება ბორჯომის, ბაღდათის, ჭიათურის, ვანის, ხონის, სამტრედიის, ზესტაფონის, გურჯაანის, საგარეჯოს, გარდაბანის, მარნეულის და დუშეთის კლინიკებში.

 

Other news
01
04.2021
მარნეულში "ჯეო ჰოსპიტალს"-მა თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა
მარნეულის "ჯეო -ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, თანამედროვე სარეაბილიტაციო სივრცე გაიხსნა, რომელიც ორთოპედიული პრობლემების მქონე პაციენტებს მოემსახურება.
26
03.2021
ზესტაფონში უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგები გაიმართა
პროფესიული უნარჩვევების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2021 წლის 24-25 მარტს ქ. ზესტაფონში "ჯეო ჰოსპიტალს"-ის ზესტაფონის და ჭიათურის სამედიცინო დაწესებულებების ექიმებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგები გაიმართა.
19
03.2021
"ჯეოჰოსპიტალსი"-ს საოპერაციო დირექტორი: - "დიდი იმედი გვაქვს, რომ შემუშავებული ტარიფი შესაძლებლობას მოგვცემს შევძლოთ პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება"
კლინიკები კვლავ მოლოდინის რეჟიმში რჩებიან და ჯანდაცვის სამინისტროსგან სატარიფო პოლიტიკის ამსახველ ახალ დოკუმენტს ელიან. ამავდროულად მიესალმებიან საკითხზე მუშაობის დაწყების პროცეს და მასში ჩართულობის შესაძლებლობას.
17
03.2021
ვაქცინაციის პროცესში "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს სამედიცინო პერსონალი ჩაერთო
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს რეგიონალური ჰოსპიტალური ქსელი.
01
04.2021
მარნეულში "ჯეო ჰოსპიტალს"-მა თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა
მარნეულის "ჯეო -ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, თანამედროვე სარეაბილიტაციო სივრცე გაიხსნა, რომელიც ორთოპედიული პრობლემების მქონე პაციენტებს მოემსახურება.
SEE MORE See all news