ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის ზესტაფონისა და გურჯაანის სამედიცინო ცენტრებში ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის პროგრამა დაიწყო
14.04.2021
ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და დროული მართვის მიზნით გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალს"ის სამედიცინო ცენტრში 1 აპრილიდან ორგანიზმში რკინის შემცველობის დონის დადგენის მიზნით კვლევები დაიწყო. პროგრამის მიზანია ტყვიის დონის მატების დროული გამოვლენა და შემთხვევების ეფექტური მართვა, ტყვიის დამაზიანებელი ზემოქმედების დროულად თავიდან აცილება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება გაეწევათ 7 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთაც სათანადო სამედიცინო ჩვენება აქვთ. კვლევის შედეგად ბავშვის სისხლში ტყვიის 5 მკგ/დლ-ის ან მეტი შემცველობის დადგენის შემთხვევაში, ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან შესაბამისი სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით, ასევე გამოკვლეული იქნება ოჯახის სხვა წევრებიც, რომელთა ასაკიც არ აღემატება 18 წელს ან ორსულია. ეს მომსახურებაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იფარება.

"ტყვიის შემცველობის განსაზღვრა მნიშვნელოვანია იმ ბავშვებში ვისაც რკინადეფიციტური ანემია აქვს, შეიმჩნევა განვითარების, მეტყველების დასწავლის უნარების შეფერხება. ახასიათებს ადვილად დაღლილობა, ფსიქომოტორული განვითარების დარღვევა, ჰიპერაქტიული სინდრომი, ყურადღების დეფიციტი, ეს იმ სიმპტომთა ჩამონათვალია, რომლის შემთხვევაშიც შესაძლოა ორგანიზმში ტყვიის მომატებული შემცველობა იყოს" - განაცხადა "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა დეა ცაბუტაშვილმა.

მისივე განმარტებით საქართველოში არსებული მდგომარეობა საგანგაშო არ არის, თუმცა კვლევებმა ცხადყო, რომ გარკვეულ შემთხვევებში ტყვია სისხლში დასაშვებ ნორმას მაინც აღემატება და დროული ჩარევა ეფექტური პრევენციაა სხვადასხვა მძიმე დაავადებების განვითარების ან მავნე ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად.

"სისხლში ტყვიის 5 მგკ/დლ დონის დადასტურების შემთხვევაში, აუცილებელია შემდგომი კვლევები და ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება, ასეთი მაჩვენებლის შემთხვევაში აუცილებელია განმეორებითი ტესტირება 3 თვის ინტერვალით" - აღნიშნა ცაბუტაშვილმა.

პროგრამა 1 აპრილიდან დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ " ჯეო ჰოსპიტალს"-ის ქსელის ფარგლებში ტყვიის სკრინინგში აქტიურად არის ჩართული, ასევე, ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრიც, რომელიც ბენეფიციარებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ მომსახურებას სთავაზობს.

-----------------------------------------------------------------------------------

დღეისათვის ცნობილია, რომ ბავშვთა ჯანმრთელობისათვის მავნეა ტყვიის ნებისმიერი დონის ექსპოზიცია. რაც შეეხება მის წყაროებს, ტყვია გვხდება საღებავში, რომლებსაც საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებენ, ჰაერში, ნიადაგსა და რიგ შემთხვევაში სათამაშოებსი, საკვებსა და ნიადაგშიც.

ტყვია -მძიმე მეტალია, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისათვის როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე, დაბადების შემდგომ. საერთაშორისო კვლევების შესაბამისად ტყვიის ექსპოზიციაზე მოდის დაავადებათა გლობალური ტვირთის 1%. განვითარებად ქვეყნებში ბავშვებში აღრიცხული გონებრივი ჩამორჩენილობის 15-20% ტყვიის ექსპოზიციას უკავშირდება.
Other news
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
19
11.2021
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ექთნების ჩართულობა იზრდება
"ჯეო ჰოსპიტალსის" აქტიური ჩართულობით გრძელდება ტრენინგების სერია, რომელიც ტარდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
24
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის საინფორმაციო სესიების და ტრენინგების ჩატარებას. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და მთავარი ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
SEE MORE See all news