ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
"ჯეოჰოსპიტალსი"-ს საოპერაციო დირექტორი: - "დიდი იმედი გვაქვს, რომ შემუშავებული ტარიფი შესაძლებლობას მოგვცემს შევძლოთ პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება"
19.03.2021
კლინიკები კვლავ მოლოდინის რეჟიმში რჩებიან და ჯანდაცვის სამინისტროსგან სატარიფო პოლიტიკის ამსახველ ახალ დოკუმენტს ელიან. ამავდროულად მიესალმებიან საკითხზე მუშაობის დაწყების პროცეს და მასში ჩართულობის შესაძლებლობას. აღნიშნული პრობლემის და მისი გადაჭრის აუცილებლობაზე სამედიცინო დარგის წამყვანმა მენეჯერებმა შეხვედრა მინისტრთან 2 თვის წინ გამართეს და მიიღეს მზაობა, რომ საკითხზე მუშაობა დაიწყებოდა და კლინიკის ხელმძღვანელების მოსაზრებებსაც გაითვალისწინებდნენ. როგორც დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, სატარიფო პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობა იმ ობიექტურ ვითარებას უკავშირდება რომელშიც სექტორი მიმდინარე პანდემიისა და გლობალური კრიზის გამო აღმოჩნდა.

"2013 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების დღიდან მასში ჩართული კლინიკებისთვის არ მომხდარა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფასების გადახედვა. მოგეხსენებათ, რომ დოლარის კურსის გამო ფასები გაიზარდა როგორც მედიკამენტებზე, ისე სახარჯ მასალაზე. ეპიდემილოგიური გარემოდან გამომდინარე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხმარება გაიზარდა, შესაბამისად ამან განაპირობა ის, რომ ფასები გადახედილიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიული კლინიკები, რომლებიც პროგრამის ამოქმედების დღიდან მონაწილეობენ პროგრამაში, არათანაბარ კონკურენტულ გარემოში აღმოჩნდნენ იმ კლინიკებთან მიმართებაში, რომლებიც შემდგომ ჩაერთნენ პროგრამაში. შესაბამისად მისასალმებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებთან შეთანხმებით დაიწყო ახალი ტარიფების შემუშავება სხვადასხვა ნოზოლოგიების მიმართულებით, იქნება ეს თერაპიული, რეანიმაციული, თუ ქირურგიული ნოზოლოგიები. დიდი იმედი გვაქვს, რომ შემუშავებული ტარიფი შესაძლებლობას მოგვცემს შევძლოთ პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება" - აცხადებს მაია ხომერიკი, "ჯეოჰოსპიტალსის" საოპერაციო დირექტორი.

შეგახსებეთ, რომ რამდენიმე თვის წინ წამყვანმა ათეულობით სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა გამართა, სადაც მიმდინარე პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე სამედიცინო სექტორში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების საქმის კურსში ჩააყენეს ეკატერინე ტიკარაძე. განხილვის ერთერთი მთავარი თემა სატარიფო პოლიტიკის გადახედვა იყო, რომელიც სამედიცინო სექტორში როგორც ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს, ასევე კლინიკებს მისცემს საშუალებას შეძლონ საქმიანობის გაგრძელება.

წყარო: bm.ge
Other news
01
04.2021
მარნეულში "ჯეო ჰოსპიტალს"-მა თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა
მარნეულის "ჯეო -ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, თანამედროვე სარეაბილიტაციო სივრცე გაიხსნა, რომელიც ორთოპედიული პრობლემების მქონე პაციენტებს მოემსახურება.
26
03.2021
ზესტაფონში უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგები გაიმართა
პროფესიული უნარჩვევების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2021 წლის 24-25 მარტს ქ. ზესტაფონში "ჯეო ჰოსპიტალს"-ის ზესტაფონის და ჭიათურის სამედიცინო დაწესებულებების ექიმებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგები გაიმართა.
17
03.2021
ვაქცინაციის პროცესში "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს სამედიცინო პერსონალი ჩაერთო
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს რეგიონალური ჰოსპიტალური ქსელი.
15
03.2021
"ჯეო ჰოსპიტალსი"-ს სამედიცინო ცენტრებში "ასტრაზენეკას" ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 17 მარტიდან იწყება
"ჯეო ჰოსპიტალსი"-ს რეგიონალური ჰოსპიტალური ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო . დღეს დილიდან სამედიცინო ცენტრებმა მიზნობრივი ჯგუფების იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინები მიიღეს და შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით დაასაწყობეს.
01
04.2021
მარნეულში "ჯეო ჰოსპიტალს"-მა თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა
მარნეულის "ჯეო -ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, თანამედროვე სარეაბილიტაციო სივრცე გაიხსნა, რომელიც ორთოპედიული პრობლემების მქონე პაციენტებს მოემსახურება.
SEE MORE See all news