ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ვაქცინაციის პროცესში "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს სამედიცინო პერსონალი ჩაერთო
17.03.2021

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს რეგიონალური ჰოსპიტალური ქსელი.

კლინკებში აცრები დილიდან დაიწყო და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მედპერსონალს აქტიურობისა და ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

"ამ ეტაპზე მათი ნაწილი უკვე რეგისტრირებულია და ეს პროცესი გრძელდება. ვაქცინაცია შესაბამისი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს და განმეორებითი აცრა რამდენიმე კვირაში, ვაქცინების მეორე ეტაპის შემოსვლის შემდეგ ჩატარდება. "ასტრაზენეკას" ვაქცინა დამტკიცებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და მის სანდოობაში ეჭვი არ მეპარება" – განაცხადა გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს სამედიცინო დირექტორმა გელა ორველაშვილმა.

აცრების პროცესი "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს ბორჯომის, ბაღდათის, ჭიათურის, ვანის, ხონის, სამტრედიის, ზესტაფონის, გურჯაანის, საგარეჯოს, გარდაბანის, მარნეულისა და დუშეთის კლინიკებში მიმდინარეობს. ქსელის მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია იმუნიზაციის კაბინეტები, ვაქცინები განთავსებულია მოთხოვნების სრული დაცვით. იმუნიზაციის პროცესში ჩართულია გადამზადებული მედპერსონალი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით მოქმედებს.

"ვაქცინაცია არის ერთადერთი ხსნა, რომ პანდემია დამარცხდეს. თითოეულ კოლეგას მოვუწოდებ აცრისკენ. ეს არის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვიყავით და ვართ ფრონტის წინა ხაზზე. იმისათვის, რომ აღარ დავკარგოთ ახლობელი ადამიანები, პაციენტები, კოლეგები, აუცილებელია, გავაგრძელოთ და წარმატებით დავასრულოთ ვაქცინაცია და შესაბამისად, პანდემიაც" – განაცხადა COVID-19-ის მართვის ონლაინ კლინიკის ხელძღვანელმა დეა ცაბუტაშვილმა, რომელიც დილით თავადაც, საჯაროდ აიცრა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, "ასტრაზენეკას" პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო აცრის პროცესი 15 მარტს დაიწყო.
Other news
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
19
11.2021
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ექთნების ჩართულობა იზრდება
"ჯეო ჰოსპიტალსის" აქტიური ჩართულობით გრძელდება ტრენინგების სერია, რომელიც ტარდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
24
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის საინფორმაციო სესიების და ტრენინგების ჩატარებას. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და მთავარი ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
SEE MORE See all news