ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
წარმატებული ოპერაცია სამტრედიის სამედიცინო ცენტრში
24.01.2018

22 იანვარს სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში დასავლეთ საქართველოში პირველად იშვიათი ოპერაციული ჩარევა განხორციელდა.  ჩატარდა მხრის სახსრის ენდოპროტეზირება. ოპერაციას უძღვებოდა ტრავმატოლოგი გიორგი ფუტკარაძე და სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის უმცროსი ექიმი ლევან ჩოგოვაძე, ანესთეზიოლოგი კობა ქაჯაია და მედდები ლია შენგელია და რიმა წულაია. განხორციელდა მარჯვენა მხრის სახსრის ერთპოლუსიანი ენდოპროტეზირება. ოპერაცია ჩაუტარდა 74 წლის მამაკაცს, რომელმაც მიიღო  საყოფაცხოვრებო ტრავმა. დიაგნოზი მარჯვენა მხრის ძვლის თავის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა შეცილებით, პაციენტის მდგომარეობა დღეისათვის დამაკმაყოფილებელია. 

 მადლობას მოვახსენებთ სამტრედიის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო გუნდს!

Other news
29
06.2018
საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში
2018 წლის 23-24 ივნისს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ქ. თბილისში სასტუმრო "იოტა"-ში ჩატარდა საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილებო მიიღო შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ექიმების გუნდმა. გუნდის კაპიტაკი გახლდათ ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმი თამაზ აბესაძე.