ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ზესტაფონში ,, ჯეო ჰოსპიტალს“-ის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამოქმედდა
24.08.2021

23 აგვისტოს  კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის ფარგლებში ჯეო ჰოსპიტალსის  ზესტაფონის ამბულატორიულმა ცენტრმა,  ქალაქში  მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გახსნა, სადაც  მოსახლეობას ერთდროულად 5 საექიმო გუნდი ემსახურება. 

მსურველებისთვის ხელმისაწვდომია  პფაიზერი,  სინოფარმი და  სინოვაკის ვაქცინები. ადგილზე გახსნილია ვირტუალური კაბინეტებიც, რომლის მეშვეობით მოქალაქეების ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს.

24 აგვისტოდან დამატებით,  „ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ველისციხის იმუნიზაციის კაბინეტიც ამოქმედდება, რომელიც  მომსახურებას მიაწვდის სინოვაკი/სინოფარმის ვაქცინით, კვირაში ორი დღე -(სამშაბათი/ხუთშაბათი) 10:00-დან 18:00-მდე.

ვაქცინაციის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში ამ ეტაპზე სხვადასხვა ტიპის ვაქცინით აცრები  ერთდროულად ქსელის ფარგლებში მოქმედ 14  სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს, რომელშიც 31 ბრიგადაა ჩართული.

ვაქცინაციის ხელშემწყობი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალს“-მა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით  აცრილი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ტიპის   კვლევებზე სპეციალური  მომსახურების ფარგლებში ,,სამოტივაციო პაკეტები“ დააწესა.

Other news
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
19
11.2021
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ექთნების ჩართულობა იზრდება
"ჯეო ჰოსპიტალსის" აქტიური ჩართულობით გრძელდება ტრენინგების სერია, რომელიც ტარდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
24
09.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის საინფორმაციო სესიების და ტრენინგების ჩატარებას. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და მთავარი ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .
24
11.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის მიზნით გლობალურ კამპანიას უერთდება
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივობას უერთდება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრამდე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.
SEE MORE See all news