რა არის აკნე და როგორ ავიცილითო თავიდან აკნეს გართულებები ?

24 May, 2022
აკნე ყველაზე გავრცელებულია დაავადებაა თინეიჯერებში. ხშირად გვხვდება მოზრდილ პირებში. უფრო ხშირია ქალებში მამაკებთან შედარებით. აკნესთვის დამახასიათებელია გამონაყარი სახეზე, გულმკერდზე და ზურგზე. არასწორი მკურნალობის შემთხვევაში ხშირია კანზე პიგმენტური ლაქების და ნაწიბურების გაჩენა. აკნე თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა. მისი მთავარი მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობა. როგორ ავიცილოთ თავიდან აკნეს გართულებები:

  • დღეში ორჯერ დაიბანეთ სახე ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი საპნით.
  • არ გაიღიზიანოთ გამონაყარი. ზედმეტი გაღიზიანებით უფრო მეტად იზრდება ინფექციის გავრცელების რისკი.
  • სასურველია თავი შეიკავოთ ნახშირწყლებით და ცხიმით მდიდარი საკვებისგან.
  • საკვებ რაციონში შეამცირეთ მარილის და შაქრის რაოდენობა. მათი დიდი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს აკნეს განვითარებას.
  • რძის ნაწარმის მიღება ( არაჟანი, კარაქი ) ასევე ხელს უწყობს აკნეს განვითარებას.
  • საკვებ რაციონში გაზარდეთ ხილის და ბოსტნეულის რაოდენობა
  • გამოიყენეთ მხოლოდ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებები.