ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
CURRENT VACANCIES
POSITION
BACK
POSITION
PUBLISHED
LAST DATE
Region:
ანესთეზიოლოგ -რეანიმატოლოგი
LAST DATE:  
20 September
30 September
Region::  
სათაო ოფისი
REQUESTS

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს ვაკანსიას მორიგე ანესთეზიოლოგ -რეანიმატოლოგის თანამდებობაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: დუშეთი, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი

სამუშაო გრაფიკი:24 საათიანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტების მართვის ინდივიდუალური გეგმების შედგენა;
  • პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და შესაბამისი პრევენციული/სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა;
  • პაციენტის სამედიცინო ანამნეზთან და წინასწარ დიაგნოზთან შესაბამისი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების განსაზღვრა/ჩატარების უზრუნველყოფა, დიაგნოზის დასმა;
  • დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობის სქემის განსაზღვრა, მკურნალობა, საჭირო მანიპულაციების/ინვაზიური ჩარევების განსაზღვრა/ჩატარება (კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალიზაციის შესაბამისად);
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მეთვალყურეობა/მონიტორინგი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
  • პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისი რეფერალის განსაზღვრა და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • პაციენტთან/პაციენტის მეურვესთან ერთად გამოკვლევის შედეგების, მკურნალობის სქემის, დანიშნული მედიკამენტების განხილვა. პაციენტის ინფორმირება ყველა ჩასატარებელი პროცედურის/ჩარევის მნიშვნელობის შესახებ;
  • მის კომპეტენციაში შემავალი სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტაციის   წარმოება მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების/პროტოკოლების და სტანდარტების მიხედვით;
  • მორიგეობის მიღებისას მიმართულებაში მყოფი პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის პროცესის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება (შემოვლა), ჩანაწერების გაკეთება და ეტაპობრივი ეპიკრიზების შედგენა, ხელმოწერით დადასტურება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
  • კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
  • საგანგებო სიტუაციებში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა http://gh.ge/ka/application-form/ ან  გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2017 წელი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება„დუშეთი - ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგი“.

გისურვებთ წარმატებას!