ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
CURRENT VACANCIES
POSITION
BACK
POSITION
PUBLISHED
LAST DATE
Region:
ანესთეზიოლოგიისა და ანესთეზიის შემდგომი მიმართულების ხელმძღვანელი
LAST DATE:  
04 December
04 January
Region::  
იმერეთი
REQUESTS

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიოლოგიისა და ანესთეზიის შემდგომი მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამტრედია, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი

 

 

ფუნქცია-მოვალეობები

  • მისი მიმართულებით პაციენტების სწორი და კვალიფიციური მკურნალობა, არსებული სტანდარტებისა და კლინიკური პროტოკოლების შესაბამისად;
  • მიმართულებაში მყოფ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიღება (შემოვლა), ყოველდღიური ჩანაწერების გაკეთება და ეტაპობრივი ეპიკრიზების შედგენა;
  • სამედიცინო ისტორიების წარმოებისა და მათი არსებულ გაიდლაინებთან/პროტოკოლებთან შესაბამისობის კონტროლი; დაქვემდებარებულ პერსონალის საქმიანობის უშუალო კოორდინირება და კონტროლი.  ფუნქციების, შესასრულებელი სამუშაოს რაციონალურად  გადანაწილება, სათანადოდ და დროულად შესრულების კონტროლი;
  • რთული და არასტანდარტული შემთხვევების დროული იდენტიფიკაცია და მკურნალობის სწორი სტრატეგიული და ტაქტიკური დაგეგმვის უზრუნველყოფა;
  • მიმართულების პაციენტების შიდა ჰოსპიტალური მოძრაობის და სხვა კლინიკაში ტრანსპორტირების შესაბამისობის კონტროლი (რეფერალი);
  • სამედიცინო ცენტრში მიღებული, ბეჭდითი თუ სიტყვიერი გადაწყვეტილებების/ინფორმაციის (ბრძანებები, გაიდლაინები/პროტოკოლები, მიღებული გადაწყვეტილებები, ა.შ.) დროული გავრცელება და განხორციელების მონიტორინგი;
  • კლინიკური სტანდარტების და შიდა პროტოკოლების  დანერგვაში მონაწილეობა. მიმართულების სამედიცინო საქმიანობის წარმართვა სტანდარტების, სამედიცინო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების ხელშეწყობა და პაციენტთა კმაყოფილებაზე ზრუნვა;
  • პერსონალის საქმიანობის შედეგების ყოველთვიური ანგარიშების მომზადების კოორდინირება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლის პროფესიული კლინიკური გამოცდილება, მათ შორის, მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებაჩაითვლება უპირატესად;
  • კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
  • პაციენტის გადაუდებელი მდგომარეობის მართვისთვის საჭირო ყველა მანიპულაციის ფლობა;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
  • გამართულად მეტყველების და წერილობითი გადმოცემის სათანადო უნარი;
  • სწრაფი ათვისების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, სისხარტე და ოპერატიულობა,  გუნდური მუშაობის, კომუნიკაბელურობის და დაძაბულ სიტუაციაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა http://gh.ge/ka/application-form/

ან  გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 04 იანვარი, 2018 წელი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სამტრედია -  ანესთეზიოლოგიისა და ანესთეზიის შემდგომი მიმართულების ხელმძღვანელი“

გისურვებთ წარმატებას!