სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს ვაკანსიას
ექოსკოპისტის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: მარნეული, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი / შპს “ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
- პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში (პლევრის ღრუები, პერიკარდიუმი, მუცლის და რეტროპერიტონეული სივრცის ორგანოები, ქალის და მამაკაცის საშარდე და სასქესო ორგანოები, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა მეანობაში, ფარისებრი ჯირკვალი, რბილი ქსოვილები).
- კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე;
- სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
vacancy@gh.ge განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15.03.2021 წ.
თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
„მარნეული - ექოსკოპისტი”. გისურვებთ წარმატებას!