სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“- გამოცდილ პროფესიონალებს გუნდში დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს და აცხადებს ვაკანსიას სხვადასხვა პოზიციებზე. შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი და მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, დაინტერესებულ კანდიდატებს, რომელთაც სურვილი აქვთ შემოუერთდეს მაღალკვალიფიციური მედპერსონალის გუნდს , საკუთარი რეზიუმეს და გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა შეგიძლიათ , შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
პოზიცია-
“გადაუდებელი ამბულატორიის ექიმი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30.11.2020 წ
სამუშაოს ადგილმდებარეობა: მარნეული, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
- პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე;
- სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!