ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
CURRENT VACANCIES
POSITION
BACK
POSITION
PUBLISHED
LAST DATE
Region:
უმცროსი ექიმი
LAST DATE:  
16 January
15 February
Region::  
კახეთი
REQUESTS

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: გურჯაანი, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 8 საათიანი სამუშაო დღე

 

 

ფუნქცია-მოვალეობები :

  • ექიმის უშუალო მეთვალყურეობისა და პასუხისმგებლობის ქვეშ:
  • პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და შესაბამისი პრევენციული/სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა;
  • პაციენტის სამედიცინო ანამნეზთან და წინასწარ დიაგნოზთან შესაბამისი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების განსაზღვრა/ჩატარების უზრუნველყოფა, დიაგნოზის დასმა;
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მეთვალყურეობა/მონიტორინგი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
  • პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისი რეფერალის განსაზღვრა და განხორციელება;
  • პაციენტთან ერთად გამოკვლევის შედეგების, მკურნალობის სქემის, დანიშნული მედიკამენტების განხილვა. პაციენტის ინფორმირება ყველა ჩასატარებელი პროცედურის/ჩარევის მნიშვნელობის შესახებ;
  • სამედიცინო ისტორიების წარმოება  განსაზღვრული წესებისა და ნორმების დაცვით სერტიფიცირებული სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომისშემდგომი საფეხური;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის, გუნდური მუშაობის  და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა ან რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 თებერვალი, 2018 წ.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „გურჯაანი - უმცროსი ექიმი“.

გისურვებთ წარმატებას!