სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს ვაკანსიას
„ზოგადი ქირურგის“ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბორჯომი, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი.
სამუშაო გრაფიკი:
მორიგეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
- პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე;
- სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
vacancy@gh.ge განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25.02.2021 წ.
თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
„ბორჯომი -ზოგადი ქირურგი”. გისურვებთ წარმატებას!