ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მისია
მისია
შპს „ჯეო ჰოსპიტალსის'' მისიაა ზრუნვა, განკურნება, განვითარება და ახლის შეცნობა (მუდმივი სწავლა)

კომპანია ჯეო ჰოსპიტალსი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის ჯანმრთელობაზე და ცდილობს ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.

შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის'' მომხმარებელს ჩვენს ვებ-გვერდზე შეუძლია მოიძიოს მისთვის სასურველი ნებისმიერი სახის სამედიცინო ინფორმაცია; ონლაინ რეჟიმში დაუსვას კითხვა ექიმს და დაგეგმოს ვიზიტი ექიმთან; ჯეო ჰოსპიტალსიის ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებელს აქვს საშუალება მოძებნოს სასურველი ექიმი ან სასურველი სპეციალისტი საქართველოს რეგიონებში და ონლაინ რეჟიმში ჩაეწეროს ექიმთან ვიზიტზე.

სერვისი „იპოვეთ თქვენი დაავადების დასახელება“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს ექიმთან კონსულტაციის გარეშე გაიგოს თუ რა არის მისი სავარაუდო დაავადება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს რომელი პროფილის ექიმი სჭირდება მას.

სხვადასხვა სამედიცინო ინფორმაციასთან ერთად შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის'' ვებ-გვერდზე მომხმარებელს ეძლევა საშუალება გაეცნოს სხვადასხვა დაავადებისა თუ სიმპტომის გამომწვევ მიზეზებს, მიიღოს ინფორმაცია მათთვის დამახასიათებელი ფაქტორებისა და იმის შესახებ თუ როდის უნდა მიმართოს ექიმს.

შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის'' ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ჩაერთოს  საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, ამისათვის მან უნდა შეავსოს მოთხოვნილი ველები და გააგზავნოს მოთხოვნა დაზღვევის მიღების შესახებ.


02
02.2018
დასავლეთ საქართველოში პირველად იშვიათი ოპერაციული ჩარევა განხორციელდა
22იანვარს ,,ჯეო ჰოსპიტალ”-ის სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ჩატარებული წარმატებული ოპერაციული ჩარევით ადგილობრივი მედია დაინტერესდა. ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის“-ს მიერ მომზადდა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სპეციალური რეპორტაჟი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა