ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ჩიყვი
სხვადასხვა
 ჩიყვი

ჩიყვი მოსახლეობაში გავრცელებული დაავადებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტულობით გამოირჩევა , სტატისტიკის თანახმად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში .

ჩიყვი - კლინიკური ცნებაა და ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ნიშნავს . არსებობს მრავალი პათოლოგია, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას იწვევს. გადიდების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კი იოდის დეფიციტია. სიმპტომები : მადის დაქვეითება, ადვილად დაღლა, უგუნებობა, მეხსიერების გაუარესება, თმის ცვენა, იმუნიტეტის დაქვეითება, ხელისგულების ოფლიანობა და სხვა. იოდი ადამიანის ორგანიზმში არ წარმოიქმნება. მიეწოდება ცხოველური (57%) და მცენარეული (33%) საკვების მეშვეობით.

იოდით პროფილაქტიკა ბავშვობიდან, ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში უნდა დაიწყოს. პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია იოდის შემცველი პროდუქტების მიღება: ყველი, კარაქი, ხაჭო, კვერცხი, ყავა, ფეიხოა, ლიმონი, გოგრა, ვაშლი.ასევე ზღვის პროდუქტები როგორიცაა: ზღვის კომბოსტო და ხიზილალა.

გაითვალისწინეთ! რომ იოდშემცველი პროდუქტების თერმული დამუშავება იოდის ოდენობას ამცირებს.
11
01.2021
საგარეჯოში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია ამოქმედდა
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბაზაზე, საგარეჯოში, შეიქმნა მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ერთადერთია კახეთის რეგიონში. ლაბორატორია, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღიჭურვა, სრულ შესაბამისობაშია მოწინავე ქვეყნებში არსებულ მსგავს ლაბორატორიებთან. ის დაკომპლექტდა კვალიფიციური საკადრო რესურსით.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა