ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ჩვილთა კოლიკა
სხვადასხვა
 ჩვილთა კოლიკა

მუცლის შებერილობა და ნაწლავის ჭვალი (ნაწლავთა კოლიკა ), იწყება დაბადებიდან 3-4 კვირაზე და უმეტეს წილად თავისით გაივლის, როდესაც ბავშვი 3 - 4 თვის გახდება.
კოლიკა აწუხებს როგორც ძუძუთი კვებაზე ,ასევე ხელოვნულ კვებაზე მყოფ ბავშვებს.
როგორ ხდება ჩვილთა კოლიკის დიაგნოსტირება?
კოლიკა ძირითადად ვითარდება დღის მეორე ნახევარში ან საღამოს. ბავშვი მოუსვენარია, ერთი შეხედვით უმიზეზოდ იწყებს ტირილს , მოხრილი ფეხები მუცელთან მიაქვს და სწრაფად შლის. ბავშვის მუცელი შებერილია, ზოგჯერ ოდნავ გამაგრებული.
როგორ დავეხმაროთ პატარას ?
მდგომარეობის შესამსუბუქებლად ხელისგული საათის ისრის მიმართულებით ნაზად დაუსვით მუცელზე.მიაღებინეთ თბილი აბაზანა .სასურველია პატარა მთლიანად მოათავსოთ თბილ წყალში. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ კამის წყალი ,რომელიც რამოდენიმე წუთში ხსნის სპაზმს და გამოდევნის გაზებს.
10
05.2019
გილოცავთ ექთნის საერთაშორისო დღეს!
ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) 1965 წელს დააარსა ექთნის საერთაშორისო დღე, ხოლო 1970 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნის საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო ფლორენს ნაითინგეილის დაბადების დღე, 12 მაისი. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას. 1974 წელს ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ოფიციალურად გამოაცხადა ექთნის სადღესასწაულო კვირეული, ხოლო რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში 1981 წელს, კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, 6 მაისი გამოეცხადებინა ექთნის ნაციონალურ დღედ.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა