ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
მამოგრაფიის როლი ქალის სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკაში
სხვადასხვა
 მამოგრაფიის როლი ქალის სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკაში
     მამოგრაფია არის სარძევე ჯირკვლის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა, აღნიშნული კვლევა ეხმარება ექიმს გამოავლინოს მკერდის ქსოვილის ის ცვლილება, რომელიც ვერ ვლინდება ხელით გასინჯვის დროს. მაღალი ხარისხის მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის კლინიკურ გამოკვლევასთან ერთად არის მკერდის სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის ყველაზე ეფექტური გზა.


   არსებობს მამოგრაფიის 2 ტიპი: სკრინინგული და დიაგნოსტიკური მამოგრაფია. სკრინინგული მამოგრაფია კეთდება უსიმპტომო ქალბატონებში, ხოლო დიაგნოსტიკური მამოგრაფია კეთდება ქალბატონებში, რომლებსაც აქვთ სიმსივნე დიაგნოსტირებული ან სკრინგულმა კვლევამ გამოავლინა პათოლოგია.


რამდენად ხშირად უნდა გაკეთდეს მამოგრაფია?

     • 50 -74 წლის ქალბატონებში კეთდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ.
     • 50 წლამდე ასაკის ქალბატონებმა უნდა მიმართონ ექიმს, რომელიც განუსაზღვრავს როდის უნდა დაიწყოს და რამდენად ხშირად უნდა გაიკეთოს მამოგრაფია.


რა ხდება თუ სკრინინგული მამოგრაფია აჩვენებს პათოლოგიას?

     კეთდება დიაგნოსტიკური მამოგრაფია, რომ მოხდეს უფრო დეტალური გამოკვლევა მკერდის იმ ნაწილის, სადაც მოხდა პათოლოგიის აღმოჩენა, ულტრაბგერითი გამოკვლევა, მაგნიტურ- რეზონანსული გამოკვლევა, ბიოფსია.