ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
რა არის აპენდიციტი ?
სხვადასხვა
 რა არის აპენდიციტი ?

აპენდიციტი (ჭია ნაწლავის ანთება) თითის ფორმის ნაწლავის წანაზარდის ანთებაა, რომელიც მსხვილი ნაწლავიდან გამოდის, მუცლის მარჯვენა მხარეს.

აპენდიციტი გამოწვეულია ჭიაყელა ნაწლავის ხვრელის სანათურის დახშობით.დახშულ სივრცეში იზრდება წნევა, მცირდება სისხლის ნაკადი ქსოვილებში, ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას, რასაც ორგანიზმი საპასუხო რეაქციით, ანთებით პასუხობს.

როდის მივმართოთ ექიმს ?!

სიმტომები : დაავადების საწყის სტადიაში გულისრევა, ღებინება , მოულოდნელი ყრუ ტკივილი მუცლის ზედა ნახევარში (ზუსტ ლოკალიზაციას ვერ მიუთითებენ) ან ჭიპის არეში, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ლოკალიზდება მარჯვენა თეძოს არეში და ძლიერდება სხეულის მდებარეობის შეცვლის, ხველების დროს. ასევე ანთების საპასუხოდ, როგორც ორგანიზმის რეაქცია ჩვეული სიმპტომია, სხეულის ტემპერატურის მომატება. თუ აპენდიციტს დროულად არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა მოხდეს მისი გახევა (რუპტურა).გართულება - პერიტონიტის განვითარებით.
მკურნალობის მეთოდი: ქირურგიული ჩარევა.
ტარდება - აპენდექტომია .