ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ყბაყურა
სხვადასხვა
 ყბაყურა

ყბაყურა- ძირითადად ავადობენ ბავშვები 3-15 წლის ასაკში - მწვავე ინფექციური დაავადებაა, გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ვირუსი ჰემატოგენური (სისხლის) გზით ხვდება სანერწყვე ჯირკვლებში,განსაკუთრებით ყბაყურა ჯირკვლებში და იწვევს ანთებას -პაროტიტს. ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან 2-3 კვირის განმავლობაში დაავადება იწყება სხეულის ტემპერატურის მომატებით 38-39 გრადუსამდე, ჯირკვლების შესიებით. მტკივნეულია სანერწყვე ჯირკვლები სახის ცალ ან ორივე მხარეს, აღინიშნება ტკივილი ყლაპვისას ან ღეჭვისას. აგრეთვე აღინიშნება თავის ტკივილი, ზოგადი სისუტე და უმადობა. შემთხვევათა უმეტესობაში, დაავადების მიმდინარეობა კეთილთვისებიანია. იშვიათად შეიძლება გართულდეს მენინგიტით ან მენინგოენცეფალიტით, პანკრეატიტით, ვაჟებში და მამაკაცებში – ორქიტით.

ყბაყურას მოხდის შემდეგ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე უვითარდება იმუნიტეტი და აღარ ავადდება ამ ინფექციით.
17
12.2018
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს
11 დეკემბერს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია კაჭრეთის ამბულატორიაში-კაჭრეთის,ჯიმითის,მახარაძის და არაშენდას მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ონკოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ტრავმატოლოგის, უროლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის შემადგენლობით. ასევე ადგილზე ჩატარდა ეკგ და ექოსკოპიური კვლევები, მათ შორის კარდიოექოსკოპია.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა