ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ადამიანთა გარკვეულ ნაწილში გულის უკმარისობა გენის შეცვლით არის გამოწვეული
სხვადასხვა
ადამიანთა გარკვეულ ნაწილში გულის უკმარისობა გენის შეცვლით არის გამოწვეული
მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ, ზოგჯერ გულის უკმარისობა შეიძლება გამოწვეული იყოს გენის მუტაციით. დაახლოებით ადამიანთა 1% - 75 მილიონ ადამიანს მსოფლიოში აქვს გენის მუტაცია, რაც იწვევს გულის უკმარისობის განვითარებას ისეთ სტრესულ სიტუაციაში, როგორიცაა ორსულობა, ვირუსული ინფექცია ან მაღალი არტერიული წნევა. ეს გენი პასუხისმგებელია ცილა ტიტინის წარმოქმნაზე, რომელიც შედის კუნთოვანი ქსოვილის შემადგენლობაში.
 
მკვლევარების აზრით, აღნიშნული გენის მუტაცია იწვევს დილატაციურ კარდიომიოპათიას, მემკვიდრეობით გულის დაავადებას. დილატაციური კარდიომიოპათიის დროს გული არის დიდი ზომის, მისი კუნთოვანი კედელი დაჭიმული და თხელი, რის გამოც გული კარგავს ორგანიზმში სისხლის გადატუმბვის უნარს, რაც იწვევს გულის უკმარისობის განვითარებას.
29
07.2021
,,ჯეო ჰოსპიტალსი” კოვიდ კლინიკებში საწოლფონდის, ვაქცინაციის კაბინეტების და ამცრელი ბრიგადების დამატებას განაგრძობს
ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმუნიზაციის პროცესზე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე ისაუბრეს ჯანდაცვის სექტორის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე. კლინიკების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზაობა ვაქცინაციის გაზრდილი ტემპების გათვალისწინებით დამატებითი რესურსების მობილიზების შესახებ.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა