როგორც ცნობილია ალკოჰოლი ცუდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ყველასთვის ცნობილია, რომ ალკოჰოლი აზიანებს ღვიძლს, თუმცა ასევე აზიანებს სხვა ორგანოებს, რის გამოც გირჩევთ არ მიიღოთ ალკოჰოლი ხშირად და დიდი რაოდენობით, რადგან
- ალკოჰოლის მიღებისას, მისი ორგანიზმიდან გამოყოფა ხორციელდება ღვიძლის საშუალებით, რის გამოც ალკოჰოლი ყველაზე ხშირად აზიანებს ღვიძლს.
- ალკოჰოლის გადაჭარბებული გამოყენება იწვევს ბაქტერიების გამრავლებას და გაზრდას ნაწლავებში, რომლებიც შემდგომ ხვდებიან ღვიძლში და აზიანებენ მას.
- ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება მავნე ზეგავლენას ახდენს გულზე. ალკოჰოლის მიღებისას ხშირად ვითარდება არითმიები, ასევე შესაძლებელია კარდიომიოპათიების განვითარება. ალკოჰოლის მიღება ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკს.
- ჭარბად მიღებული ალკოჰოლის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია პანკრეატიტის განვითარება.
- ალკოჰოლის ხშირი და დიდი რაოდენობით მიღება ზრდის პირის ღრუს, საყლაპავის, ყელის, ღვიძლის და სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების განვითარების რისკს.
- ყოველდღიური ალკოჰოლის მიღება აქვეითებს იმუნურ სისტემას.