ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
არის თუ არა აუცილებელი და უსაფრთხო გრიპის ვაქცინა?
სხვადასხვა
არის თუ არა აუცილებელი და უსაფრთხო გრიპის ვაქცინა?
გრიპი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და დღემდე რჩება მაღალი სიკვდილიანობის დაავადებად. თუმცა მშობლები ყველაზე ხშირად უარს სწორედ გრიპის ვაქცინაციაზე ამბობენ, ეჭვი ეპარებათ მის უსაფრთხოებაში.

გრიპის ვაქცინა შეიცავს გრიპის მკვდარ ვირუსს, არის უსაფრთხო და მკვეთრად ამცირებს დაინფიცირების რისკს. ვაქცინა უმრავლეს შემთხვევაში არ იწვევს არანაირ სიმპტომებს, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ტემპერატურის მცირედ მომატება, გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მსუბუქ ფორმებში. მაგრამ არასოდეს იწვევს სერიოზულ სასუნთქი სისტემის დაავადებას. ვაქცინა უსაფრთხოდ გამოიყენება კვერცხზე ალერგიის მქონე ადამიანებშიც.

ვინ უნდა აიცრას? ბავშვები, მოხუცები და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს აქვთ განსაკუთრებით მაღალი რისკი გრიპით ინფიცირების.

როდის ხდება ვაქცინაცია? წელიწადში ერთხელ, ზამთრის სეზონის დაწყებამდე 2 თვით ადრე.
23
10.2018
უფასო აქცია სოფელ ეწერში
მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ჯეო ჰოსპიტალს-ის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მორიგი გასვლითი საქველმოქმედო აქცია სოფელ ეწერში გამართა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა