ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკ ფაქტორები
სხვადასხვა
არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკ ფაქტორები
არტერიული ჰიპერტენზია არის მდგომარეობა როცა სისტოლური წნევა გვაქვს ≥ 140 mmHg ან დიასტოლური წნევა არის ≥90 mmHg ან ორივე ერთად. მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანია დაავადებული არტერიული ჰიპერტენზიით. უფრო ფართოდაა გავრცელებული შავკანიან მოსახლეობაში. არტერიული ჰიპერტენზიის რისკ ფაქტორებია:
  • ასაკი - 45 წლის ზევით მამაკაცებში იზრდება არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი, ხოლო ქალებში 65 წლის ზევით
  • რასა - არტერიული ჰიპერტენზია და მისი გართულებები, კერძოდ ინსულტი უფრო ფართოდაა გავრცელებული შავკანიან მოსახლეობაში
  • ჭარბწონიანობა და სიმსუქნე ასევე ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას
  • თამბაქოს მოხმარება, მცირე ფიზიკური აქტივობა ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკს
  • ასევე იზრდება რისკი სუფრის მარილის, სითხის, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებისას.
  • არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას ხელს უწყობს თირკმელების ქრონიკული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ძილის აპნოე.