ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ახალშობილთა დაკრიოცისტიტი
სხვადასხვა
ახალშობილთა დაკრიოცისტიტი
ახალშობილთა დაკრიოცისტიტი საცრემლე პარკის ჩირქოვანი ანთებაა, ჩვეულებრივ ვითარდება ცხვირ-ცრემლის სადინრის დახშობის გამო. შემდეგ კი ცრემლი გროვდება და ქუთუთოს კიდიდან იღვრება. ამავე დროს, ბუნებრივ გზაზე არსებული დაბრკოლება და შეგუბება მიკრობების გამრავლებას უწყობს ხელს, ეს კი სიწითლით და ხშირად ჩირქოვანი გამონადენით გამოიხატება.

პირველი ღონისძიება რომელიც დედამ უნდა ჩაატაროს, მარტივი საცრემლე პარკის მასაჟია, მასაჟის მიმართულება საცრემლე არხის პროექციას უნდა ემთხვეოდეს. მასაჟი კეთდება თვალის კუთხიდან ჯერ ჰორიზონტალურად, მერე კი ცხვირის ფრთის გასწვრივ, ზევიდან ქვევით, თითების რამდენიმე წერტილოვანი მოძრაობით. ამ დროს იზრდება წნევა საცრემლე არხში რამაც შეიძლება ემბრიონული აპკი გახეთქოს. ემბრიონული აპკით საცრემლე არხი დახშულია ემბრიონული განვითარების პერიოდში რათა არ მოხდეს სანაყოფე სითხის მოხვედრა.