ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ახალშობილთა სეფსისი
სხვადასხვა
ახალშობილთა სეფსისი

განსაკუთრებით ხშირია დღენაკლულ ბავშვებში. ინფექციური დაავადებაა, სისხლის მოწამვლა, რომელსაც პირობით პათოგენური მიკრობები იწვევენ. სეფსისის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს დედებში ორსულობის პერიოდში მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები, ხანგრძლივი უწყლო პერიოდი, ჩირქოვან-ანთებითი კერები, აგრეთვე გარემოდან მოხვედრილი მიკრობები (მაგალითად, კათეტერებისა და ზონდის გამოყენებისას).


როგორ ვლინდება სეფსისი?


სიცოცხლის პირველ ან მეორე კვირაზე, სუბფებრილური ტემპერატურა ან ჰიპოთერმია, აღინიშნება კანის სიფერმკრთალე, სხეულის მასის მნიშვნელოვანი შემცირება, სიყვითლის გახანგრძლივება და გაძლიერება, აღინიშნება ჭიპის მუმიფიკაციის შეჩერება და გამონადენი, ხანგრძლივი სისხლდენა ჭიპის ჭრილობიდან.


როგორ დავიცვათ ახალშობილი თანდაყოლილი სეფსისისგან?


პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია ორსულზე მეთვალყურეობა.ბავშვი ჯანმრთელი რომ დაიბადოს, საჭიროა დედის ორგანიზმი იყოს ჯანმრთელი. ქალმა ორსულობამდე შესაბამისი გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს და გაარკვიოს, ხომ არ აქვს ორგანიზმში ინფექციის კერა, ვინაიდან ორსულობის დროს შეიძლება მოხდეს ენდოგენური ინფექციის აქტივაცია და პათოგენური მიკროორგანიზმები ნაყოფს გადაეცეს.
19
11.2020
გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ონლაინ კლინიკა, რომელიც რეგიონში ერთადერთია ბინაზე პაციენტების მართვას უკვე ვიდეო კონსულტაციებით ანხორციელებს
დღეიდან, კლინიკაში ექიმები ვიდეო კონსულტაციების მეშვეობით შეძლებენ იმ პაციენტების მართვას, რომლებიც მკურნალობას სახლში გადიან. არსებული ეპიდვითარების ფონზე, ონლაინ კლინიკების ჩართულობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც ოპტიმალური მართვის, ასევე დაინფიცირების რისკების შემცირებისა და მედპერსონალის რესურსის შენარჩუნებისთვის.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა