ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ცილა შარდში
სხვადასხვა
ცილა შარდში
ცილა შარდში (პროტეინურია) არის როდესაც შარდში ცილის რაოდენობა აღემატება ნორმას. მცირე რაოდენობით ცილას შარდი ყოველთვის შეიცავს, ეს ნორმაა და პათოლოგიაზე არ მიგვანიშნებს.
 
პროტეინურიის მიზეზი:
  • მდგომარეობები, რომლებიც გარდამავლად იწვევენ შარდში ცილის კონცენტრაციის გაზრდას, მაგრამ არ არის თირკმლის დაზიანების ნიშანი: გადაციება, ემოციური სტრესი, ცხელება, მზის დაკვრა, ძლიერი ვარჯიში.
  • დაავადებები, რომლებიც იწვევენ მდგრად ზრდას ცილის შარდში, არის თირკმლის დაზიანების ნიშანი: ამიოლოიდოზი, ზოგიერთი მედიკამენტი, ქრონიკული თირკმლის დაავადება, დიაბეტი, გლომერულონეფრიტი, გუდპასჩერის სინდრომი, გულის უკმარისობა, ჰიპერტენზია, ჰოჯკინის ლიმფომა, ლეიკემია, მრავლობითი მიელომა, თირკმლის ან საშარდე სისტემის ინფექცია, ორთოსტატიკური პროტეინურია, პრეეკლამფსია, ორსულობა, რევმატოიდული ართრიტი, სარკოიდოზი.
  • შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებმა უნდა შეამოწმონ შარდში ცილის შემცველობა ერთხელ ან 2-ჯერ წელიწადში. ცილის რაოდენობის ზრდა შარდში შეიძლება იყოს ადრეული ნიშანი დიაბეტური თირკმლის დაზიანების.
25
01.2021
ზურაბ ქიტოშვილი -" იმედი მაქვს გუნდური მუშაობის პრინციპით სტრატეგიული განვითარების საკითხებზე შევთანხმდებით"
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დირექტორი ზურაბ ქიტოშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მთავარი თემა პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე არსებული გამოწვევები და კლინიკების პრობლემების გაზიარება იყო.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა