ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
დაავადება - გუდპასჩერის სინდრომი
სხვადასხვა
დაავადება - გუდპასჩერის სინდრომი
გუდპასჩერის სინდრომი აუტოიმუნური სინდრომია.

მისთვის დამახასიათებელია ალვეოლური ჰემორაგიის (ფილტვებში სისხლჩაქცევის) და გლომერულონეფრიტის კომბინაცია, რომელიც გამოწვეულია ანტიგლომერულური ბაზალური მემბრანის (anti -GBM) ანტისხეულების ცირკულაციით.
ხშირად ვითარდება გენეტიკურად წინასწარ განწყობილ მწეველ პირებში.

სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება, ხველა, დაღლილობა, ტემპერატურის მომატება, სისხლიანი ნახველი, ჰემატურია (სისხლიანი შარდვა), წონაში კლება. პაციენტთა 40%-ს აქვს ძლიერი ჰემატურია. ასევე ვითარდება ანემია, პერიფერიული შეშუპება.

დიაგნოსტიკა: დეტალური ანამნეზის შეკრება, სიმპტომატიკა, შრატში ანტისხეულების განსაზღვრა, თირკმლის ბიოფსია, სპირომეტრია, იმუნოფლუორესცენციული მეთოდით IgG -ის დეპოზიდების განსაზღვრა ალვეოლებისა და გლომელურების არტერიებში.

მკურნალობა მოიცავს პლაზმოფერეზით, კორტიკოსტეროიდებითა და იმუნოსუპრესორებით მკურნალობას.

პროგნოზი: დაავადების მკურნალობა შესაძლებელია თუ დროულად მოხდა მკურნალობის დაწყება სანამ ფილტვებისა და თირკმელების უკმარისობა განვითარდება.
25
09.2020
,,ბიზნეს რეიტინგი“ -კორონავირუსი და ჰოსპიტალური სექტორის მდგრადობა
კერძო ჰოსპიტალური სექტორის მზაობაზე, ჯანდაცვის ეკონომიკაზე და პანდემიის ფონზე მიღებულ გამოცდილებასა და რეგიონებში მიმდინარე სამედიცინო სერვისების განვითარების საკითხებზე ისაუბრა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთველყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ გადაცემა ,,ბიზნეს პარტნიორში“.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა