ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ექინოკოკოზი
სხვადასხვა
ექინოკოკოზი

პარაზიტული გადამდები დაავადებაა, ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით და გამომწვევია -ექინოკოკი, ჰელმინთი (ჭია).

როგორ ხვდება ჩვენს ოგანიზმში ექინოკოკი?

ექინოკოკი ძაღლის, კატის, მგლის, ტურის, წვრილ ნაწლვში სახლობს. კვერცხები ფეკალურ მასებთან ერთად გამოიყოფა, ბინძურდება საოჯახო ნივთები, წყალი, ნიადაგი, მწვანილი, ხილი. ექინოკოკი ასევე მაგრდება ძაღლის ბეწვზე.
დაბინძურებულ საკვებთან ერთად კვერცხი ხვდება ადამიანის ნაწლავებში, მისი კედლებიდან გადადის ლიმფურ და სისხლძარღვთა ქსოვილებში და სისხლის ნაკადის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა ორგანოებში - ღვიძლში ან ფილტვებში იშვიათად, თავის ტვინში და ძვალში სადაც წარმოქმნის მრავალრიცხოვან რთულ ბუშტუკებს.

როგორ დავიცვათ თავი?
პროფილაქტიკა მოიცავს:
პირადი ჰიგიენის და სანიტარული წესების დაცვას (მწვანილი, ხილი უნდა გაირეცხოს კარგად გამდინარე წყლით);
ძაღლების და კატების გეგმიურ დეჰელმინთიზაციას.