ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ფილტვების ტუბერკულოზი
სხვადასხვა
ფილტვების ტუბერკულოზი
ფილტვების ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელის გამომწვევი Mycobacterium tuberculosis-ია. ერთ-ერთი წამყვანი დაავადებაა სიკვდილიანობის მხრივ. სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში 1.6 მილიარდი ადამიანია დაინფიცირებული ტუბერკულოზით, ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი იღუპება.
 
ადვილად ავადდებიან დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პირები: შიდსით დაავადებულები, ნარკოტიკების მომხმარებლები, პირები რომლებიც კონტაქტში იმყოფებიან დაინფიცირებულ პაციენტთან, დიაბეტით და სიმსივნით დაავადებული პირები.

ფილტვების ტუბერკულოზს ახასიათებს: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ღამით ოფლიანობა, წონაში კლება, ხველა-ზოგჯერ სისხლიანი ნახველით, ტემპერატურის მომატება, მადის დაქვეითება.

დიაგნოსტირება: დეტალური ანამნეზის შეკრება, ლაბორატორიულ- ინსტრუმენტული კვლევები.

მკურნალობა მოიცავს კომბინირებულ თერაპიას, რომელიც გრძელდება მინიმუმ 6 თვეს, შესაძლოა გაგრძელდეს 2 წელი.
10
05.2019
გილოცავთ ექთნის საერთაშორისო დღეს!
ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) 1965 წელს დააარსა ექთნის საერთაშორისო დღე, ხოლო 1970 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნის საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო ფლორენს ნაითინგეილის დაბადების დღე, 12 მაისი. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას. 1974 წელს ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ოფიციალურად გამოაცხადა ექთნის სადღესასწაულო კვირეული, ხოლო რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში 1981 წელს, კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, 6 მაისი გამოეცხადებინა ექთნის ნაციონალურ დღედ.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა