ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ფილტვის თრომბოემბოლია
სხვადასხვა
ფილტვის თრომბოემბოლია
ფილტვის თრომბოემბოლია ერთი ან რამოდენიმე ფილტვის არტერიის ოკლუზიაა (დახშობა) თრომბული მასით, რომელიც ძირითადად წარმოიქმნება ქვემო კიდურების ღრმა ვენებში ან მცირე მენჯში.
  • რისკ ფაქტორები: ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი, მოტეხილობა, სიმსივნე.
  • სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება და ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც იწყება უეცრად, ხველა შესაძლოა იყოს სისხლიანი, ქვემო კიდურების ტკივილი, შეშუპება, სხეულის ციანოზი, ტემპერატურის მომატება, ძლიერი ოფლიანობა, გულის ცემის აჩქარება.
  • დიაგნოსტიკა: ანამნეზის შეკრება, ელექტროკარდიოგრამა, სისხლში D დიმერის განსაზღვრა, ექოკარდიოგრაფია, გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით.
  • მკურნალობა: ანტიკოაგულანტები, თრომბოლიტიკები, თრომბექტომია, ქვემო ღრუ ვენაში კავა ფილტრის იმპლანტაცია.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა