ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
გარეორსულობა
სხვადასხვა
გარეორსულობა

საშვილოსნოს გარე ორსულობა დგება მაშინ, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ჩაინერგება საშვილოსნოს გარეთ და იქვე იწყებს განვითარებას, ძირითადად ერთ-ერთ საშვილოსნოს მილში.
როგორ ამოვიცნოთ საშვილოსნოს გარე ორსულობა?
ზოგჯერ, საშვილოსნოს გარე ორსულობას არ აქვს შესამჩნევი სიმპტომები და მისი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ ორსულობის პერიოდში გეგმიური გამოკვლევების დროს. საშვილოსნოს გარე ორსულობის სიმპტომები ადრეულ ეტაპზე ჩვეულებრივი ორსულობის სიმპტომების მსგავსია: წყდება მენსტრუაცია, იწყება უმადობა, პირღებინება, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და ა.შ. საშვილოსნოს გარე ორსულობის შეწყვეტისას კი აღინიშნება:
ძლიერი ტკივილი (მუცელში, გარეთა სასქესო ორგანოების არეში ან სწორ ნაწლავში); თავბრუსხვევა, გულის წასვლა, მომატებული ოფლიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება, საშოდან მუქი წითელი ან ყავისფერი სისხლიანი გამონადენი. ყველაზე საშიში სიმპტომია - მასიური შინაგანი სისხლდენა, რაც კვერცხსავალი მილის გახეთქვას მოჰყვება ხოლმე და შესაძლოა შოკით, კოლაფსით და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც კი დასრულდეს. საშვილოსნოს გარე ორსულობა, როგორც წესი, მე-5-8 კვირას წყდება. გარე ორსულობა მძიმე პათოლოგიური მოვლენაა, რომელიც გინეკოლოგიურ ავადმყოფთა 1-4%-ში გვხვდება. ამიტომ ორსულობაზე მცირედი ეჭვის დროსაც რაიმე გართულების თავიდან აცილების მიზნით მიმართეთ გინეკოლოგს.
06
10.2021
ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო
,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა