ჰემოროიდული დაავადება არის სწორი ნაწლავის არეში არსებული ვენების დილატაცია.
ჰემოროიდული დაავადება ზოგჯერ მიმდინარეობს უსიმპტომოდ, უფრო ხშირად დამახასიათებელია ქავილი, ტკივილი, სისხლდენა დეფეკაციის შემდეგ, შეშუპება, თრომბოზის განვითარება.
ჰემოროიდული დაავადება შეიძლება განვითარდეს: ქრონიკული ყაბზობის, სიმსუქნის, ორსულობის, საკვებ რაციონში ბოჭკოვანი ნივთიერებების სიმცირის დროს.
ჰემოროიდული დაავადება შეიძლება გართულდეს ანემიით ( რაც განპირობებულია ქრონიკული სისხლდენთ) ჰემოროის შემოგრეხვით - განგრენით.
დიაგნოზის დასმა ხორციელდება ანამნეზის შეკრებით, გასინჯვით, ანოსკოპიით.