ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ჰენოხ-შონლეინის პურპურა
სხვადასხვა
ჰენოხ-შონლეინის პურპურა
     ჰენოხ-შონლეინის პურპურა არის ვასკულიტი (წვრილი სისხლძარღვების ანთება). ამ დროს ხდება წვრილი სისხლძარღვის (კაპილარების) შეშუპება, კედლის გათხელება და სისხლის გამოჟონვა, რაც იწვევს ჰემორაგიული გამონაყარის განვითარებას, რომელსაც პურპურა ეწოდება. დაავადება უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში, განსაკუთრებით 3 – 10 წლის ასაკში. ბიჭებში 2-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე გოგონებში.


    დაავადების გამომწვევი მიზეზები: დაავადების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, მაგრამ უკავშირდება იმუნური სისტემის დასუსტებას, ის ხშირად ვითარდება სასუნთქი სისტემის ბაქტერიული, ვირუსული ინფექციის შემდეგ, უფრო იშვიათად მის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგიერთმა მედიკამენტმა, საკვებმა, მწერის კბენამ ან ვაქცინაციამ.


     ჰენოხ-შონლეინის პურპურას ნიშნები და სიმპტომები:

   • მოწითალო ფერის, მზარდი გამონაყარი კანზე (უფრო ხშირად ფეხებზე, საჯდომზე)
   • სახსრების ტკივილი და შეშუპება (უფრო ხშირად მუხლის, კოჭის სახსრები)
   • მუცლის ტკივილი
   • სისხლიანი შარდი ან თირკმლის სხვა პრობლემა
   • ცხელება
   • თავის ტკივილი.


     დიაგნოსტიკა: ექიმის მიერ გასინჯვით ხდება დიაგნოსტიკა, საჭიროების მიხედვით ექიმი ნიშნავს რუტინულ ლაბორატორიულ გამოკვლევებს (შარდის საერთო ანალიზს, სისხლის საერთო ანალიზს და ა.შ.).


     მკურნალობა: სიმპტომების მიხედვით ხდება მკურნალობის შერჩევა, ინიშნება ანტიბიოტიკი (თუ გამოწვეულია ინფექციით), ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ანტი-ანთებითი არასტეროიდული საშუალებები, კორტიკოსტეროიდები.
უმრავლეს შემთხვევაში ხდება სრული გამოჯანმრთელება, იშვიათად ზოგიერთ ბავშვში დაავადება შეიძლება განმეორდეს რამდენიმე თვის შემდეგაც. ბავშვებს, რომლებთანაც მოხდა თირკმლის დაზიანება, საჭიროებენ პერიოდულად თირკმლის ფუნქციის შემოწმებას.



KidsHealth.org