ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ჰოჯკინის ლიმფომა
სხვადასხვა
ჰოჯკინის ლიმფომა

   ჰოჯკინის ლიმფომა არის სიმსივნე ლიმფური სისტემის, რომელიც არის იმუნური სისტემის ნაწილი. ჰოჯკინის ლიმფომის დროს უჯრედები ლიმფურ სისტემაში იზრდება პათოლოგიურად და მოიცავს მთელ ლიმფურ სისტემას. როდესაც ჰოჯკინის ლიმფომა პროგრესირებს, ორგანიზმი კარგავს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის უნარს.



ჰიჯკინის ლიმფომის ნიშნები და სიმპტომები:

   • უმტკივნეულო შეშუპებული ლიმფური კვანძები კისერზე, იღლიებში ან საზარდულში
   • ადვილად დაღლა
   • ცხელება
   • ღამით ოფლიანობა
   • აუხსნელი წონაში კლება – 10% მეტი საწყისი წონის
   • უმადობა
   • ქავილი


ჰოჯკინის ლიმფომის რისკ-ფაქტორები: ასაკი – ყველაზე ხშირად ეს დიაგნოზი ისმება 15 – 30 წლამდე ასაკის ადამიანებში, ასევე გვხვდება 55 წელს გადაცილებულ ადამიანებში. ლიმფომის ოჯახური ანამნეზი – თუ ოჯახის წევრს აქვს ჰოჯკინის ლიმფომა, იზრდება დაავადების განვითარების რისკი. სქესი – მამაკაცებს აქვთ უფრო დიდი ალბათობა. ანამნეზში ებშტენ-ბარის ინფექცია – ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გადატანილი ინფექციური მონონუკლეოზი, აქვთ უფრო დიდი ალბათობა ჰოჯკინის ლიმფომის განვითარების. სუსტი იმუნური სისტემა – შიდსის ან სხვა, მაგალითად ორგანოს ტრანსპლანტაციის გამო საჭიროა მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ იმუნური სისტემის დასუსტებას.

დიაგნოსტიკა: გასინჯვა, სისხლის საერთო ანალიზი, კომპიუტერული ტომოგრაფია, ლიმფური ჯირკვლის ბიოფსია, ძვლის ტვინის გამოკვლევა.

მკურნალობა: ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.

10
05.2019
გილოცავთ ექთნის საერთაშორისო დღეს!
ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) 1965 წელს დააარსა ექთნის საერთაშორისო დღე, ხოლო 1970 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნის საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო ფლორენს ნაითინგეილის დაბადების დღე, 12 მაისი. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას. 1974 წელს ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ოფიციალურად გამოაცხადა ექთნის სადღესასწაულო კვირეული, ხოლო რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში 1981 წელს, კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, 6 მაისი გამოეცხადებინა ექთნის ნაციონალურ დღედ.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა