ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
იცოდით თუ არა რომ დიეტოლოგებმა დაასახელეს პროდუქტები, რომლებიც ხელს უშლის დაბერებას?
კვება
იცოდით თუ არა რომ დიეტოლოგებმა დაასახელეს პროდუქტები, რომლებიც ხელს უშლის დაბერებას?
ბრიუსელის კომბოსტო, რომელიც ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია ის შეიცვალოს ბროკოლით, ჩვეულებრივი ან ყვავილოვანი კომბოსტოთი. მდიდარია ანტიოქსიდანტებით, უჯრედისით, ვიტამინებით და მონერალებით. საჭიროა, მინიმუმ, 3-5 ულუფის მიღება დღეში.
 
შემდეგ ადგილს იკავებს ორაგული, რომელიც მდიდარია ცილებით და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემებისათვის. ის ასევე იცავს კანსა და თმებს დაზიანებისაგან. ნორმაა - მინიმუმ, 2 ულუფა დღეში.

მესამე ადგილზეა ნუში, რომელიც ასევე მდიდარია ცილით, სასარგებლო ცხიმებით, მაგნიუმით, თუთიით. ნუშის მსგავსია ფსიტას ნაყოფი (ე.წ. „ფისტაშკა“) და ნიგოზი.

ნამდვილ სუპერპროდუქტს წარმოადგენს იოგურტი. ის გაჯერებულია კალციუმით, ცილით, ვიტამინით, პრობიოტიკებით და სასარგებლოა ძვლების და კუნთების, ასევე კუჭ-ნაწლავისათვის.

მწვანე ჩაი დიდი ხანია ცნობილი თავისი უნიკალური თვისებებით. ის უძლიერესი ანიტიოქსიდანტია და იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. როგორც კვლევებმა აჩვენა, 5 ჭიქა მწვანე ჩაის მოხმარების შემთხვევაში რეალურად უმჯობესდება ჯანმრთელობა.

ჩაის შეიძლება შევადაროთ მხოლოდ კენკრა - მოცვი, რომელიც მდიდარია ანტოციანით, რომელიც მას დამახასიათებელ ფერს ანიჭებს. და საერთოდ, სასარგებლოა ნებისმიერი მკვეთრი ფერის კენკრა.

ეს პროდუქტები ამცირებენ ჰიპერტენზიას, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. ეს არის დაავადებები, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის გამოფიტვას. აუცილებელია, ადამიანის ყოველდღიურ რაციონში შედიოდეს ბოსტნეული, ცილა, უჯერი ცხიმოვანი მჟავები, უჯრედისი, ვიტამინები და ანტიოქსიდანტები. ამაზე დაყრდნობით, სპეციალისტებმა აღნიშნულ სიაში შეიტანეს შემდეგი პროდუქტები:
  • ბრიუსელის კომბოსტო
  • ორაგული
  • ნუში
  • იოგურტი
  • მწვანე ჩაი
  • მოცვი