ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
კბილების ფორმირება იწყება ჯერ კიდევ მუცელშიდა განვითარების პერიოდში
სხვადასხვა
კბილების ფორმირება იწყება ჯერ კიდევ მუცელშიდა განვითარების პერიოდში
კბილების ფორმირება იწყება ჯერ კიდევ მუცელშიდა განვითარების პერიოდში, მე-7 კვირაზე ჩნდება სარძევე კბილების ჩანასახები, მე-17 კვირაში კი მუდმივების.

პირველი სარძევე კბილი ამოიჭრება 6-დან 8 თვემდე ასაკში ქვედა ყბაზე. ზოგიერთ ბავშვს მშვიდად გადააქვს ეს პროცესი, ზოგისთვის კი ძალიან მტკივნეულია.

კბილების ამოჭრას თან ახლავს: შეშუპებული და გაწითლებული ღრძილები, მომატებული ნერწყვდენა, ბავშვი მოუსვენრად გრძნობს თავს, შესაძლოა მოემატოს ტემპერატურა (38.0°C) მდე. სიძნელეს ყოველთვის პირველი კბილების ამოსვლა წარმოადგენს, დანარჩენები უმეტეს შემთხვევაში უმტკივნეულოდ ამოდის.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს პირველი კბილის ამოჭრის დროს?

გამოიყენეთ რეზინის სპეციალური რგოლი (უმჯობესია ცივი). შეწითლებულ და შესივებულ ღრძილებზე გამოიყენეთ სპეციალური გელი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და გამაყუჩებელი ეფექტი. ტემპერატურის მომატების შემთხვევაში მიმართეთ პედიატრს.
15
09.2020
15 სექტემბერს „ჯეო ჰოსპიტალს"-ის რეგიონული ქსელის მასშტაბით მორიგი ონლაინ სემინარი ჩატარდა
განხილვის მთავარი თემა მიმდინარე ეპიდ. სიტუაციის ფონზე, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით განახლებული მოთხოვნები და რეგულაციები იყო.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა